მესის ხელსახოცი, რომელმაც ფეხბურთის კარიერა განსაზღვრა, აუქციონზე იყიდება

მესის ხელსახოცი, რომელმაც ფეხბურთის კარიერა განსაზღვრა, აუქციონზე იყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, აუქციონზე გამოჩნდა ხელსახოცი რომელზეც დატანილია ესპანეთის საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ დაპირება 13 წლის ლეო მესისადმი, კლუბში მიღებასთან დაკავშირებით. ხელსახოცის ღირებულება, რომლითაც არგენტინელიფეხბურთელის კარიერა დაიწყო, თავდაპირველი შეფასებებით $300 ათასს აღწევს.
აუქციონის სახლ Bonhams-ის აღწერით, ხელმოწერა ხელსახოცზე ლურჯი მელნითაა შესრულებული. გაყიდვის დაწყებიდან მალევე, აუქციონის სახლის ვებგვერდზე, ხელსახოცის შეფასებამ $274,824-ს მიაღწია.
ონლაინაუქციონი 17 მაისს დაიხურება, ლოტის ღირებულება კი, სავარაუდოდ, 300,000-დან 500,000 გირვანქა სტერლინგამდე გაიზრდება.
ცნობისთვის, ხელსახოცს ხელი 2000 წლის დეკემბერში მოეწერა, როდესაც „ბარსელონას“ იმდროინდელი სპორტული დირექტორი კარლეს რეშაქი და საფეხბურთო აგენტი ჰორაციო გახიოლი, კლუბში 13 წლის არგენტინელის მიღებაზე შეთანხმდნენ.