ნებისმიერი განცხადება, რომელიც ივანიშვილის რეჟიმისგან მოდის სხვადასხვა ტონალობაში, უნდა აღვიქვათ როგორც ქართული საზოგადოების, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დაბნევის მცდელობა. ეს კანონი თავისი არსით და მოტივაციით არის რუსული, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას რუსულ კანონთან დაკავშირებით.
ჭიაბერაშვილის თქმით, როდესაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები საუბრობენ, რომ „რუსული კანონი“ არ სჭირდება საქართველოს, ეს მათი მხრიდან სიტყვების თამაშია.
„როდესაც ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები საუბრობენ, რომ რუსული კანონი არ სჭირდება საქართველოს, ეს მათი მხრიდან არის სიტყვების თამაში. სინამდვილეში ეს კანონი არის წმინდად რუსული, ეს კონგრესმენებმა მკაფიოდ თქვეს თავიანთ წერილში, რომ არანაირი სერთო ამ კანონს ან ამერიკულ, ან ევროპულ კანონებთან საერთო არ აქვს და შესაბამისად, ეს კანონი რის რუსული თავისი არსით და მოტივაციით, ამიტომ ნებისმიერი განცხადება, რაც ივანიშვილის რეჟიმისგან მოდის სხვადასხვა ტონალობაში, უნდა აღვიქვათ როგორც ქართული საზოგადოების, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დაბნევის მცდელობა“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა