ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინას მხოლოდ ის იარაღი ეხმარება, რომელსაც გვაწვდიან და არა ის, რომელსაც აანონსებენ

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, ქვეყანას მხოლოდ ის იარაღი ეხმარება, რომელსაც აწვდიან და არა ის, რომელსაც აანონსებენ.
მისი თქმით, ახლა ყოველი საჰაერო თავდაცვის სისტემა, ყოველი ანტისარაკეტო სისტემა არის ის, რაც უკრაინელების სიცოცხლეს იხსნის და უკრაინის ქალაქებსა და თემებს ცხოვრების საშუალებას აძლევს.
„მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა მხარი დაუჭირონ ჩვენს ჯარისკაცებს და უკრაინის გამძლეობას დროული მიწოდებით. ნამდვილად დროული. პაკეტი, რომელიც ნამდვილად გვეხმარება, არის ში ჩამოტანილი იარაღი და არა მხოლოდ სიტყვიერად გაცხადებული“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსული ტერორი უნდა დამარცხდეს “და ეს შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ კონკრეტული ძალით, კონკრეტული იარაღით“.

ასევე დაგაინტერესებთ