გრეტა წიწავა – ერთი საქმით რომ ხარ ცნობილი და სინამდვილეში სულ სხვა, შავ საქმეს ეწევი, სწორედ მაგათ არ უნდათ გამჭვირვალობა და არეულობას ლობირებენ შინ და გარეთ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგს ეხმაურება, სადაც აღინიშნა, რომ ბლოგერ უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე, მარიამ იაშვილი სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ კი, ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვებას და შენახვას ახორციელებდნენ.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ადრე თუ ცნობილი იყო „ნაცების კასრები“, ახლა დაემატა „პირადი კასრები“.
„ერთი საქმით რომ ხარ ცნობილი და სინამდვილეში სულ სხვა, შავ საქმეს ეწევი, სწორედ მაგათ არ უნდათ გამჭვირვალობა და არეულობას ლობირებენ შინ და გარეთ… ბრიფინგი იყო შოკი -ადრე ხომ ვიცოდით ამაზრზენი “ნაცების კასრები”… ახლა დაემატა „პირადი კასრები”, – წერს გრეტა წიწავა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”