მე არ მისმენია ბრიფინგი, მაგრამ ინფორმაცია, რაც გზაში რომ მოვდიოდი, მითხრეს, კატასტროფაა. ამ ადამიანზე ატეხეს, სამხედრო ექსპერტი დააკავესო, სამხედრო ექსპერტი კი არა, ავადმყოფი ყოფილა ეს ადამიანი და კრიმინალია…
თუ, ეხლა… მე, რა თქმა უნდა, არ ვარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მაგრამ თუ ეს ადამიანი, რაც თქვენ მითხარით, ამას სჩადიოდა, ეს საშინელებაა, ეს არის დასჯადი ქმედება, გარდა იმისა, რომ ავადმყოფობაა და საშინელებაა, ეს არის დასჯადი ქმედება… თუ მიჰყავდა სახლში ვიღაცები, როგორც თქვენ მეუბნებით, და თვითონ წერდა? კატასტროფაა. ამას, რა თქმა უნდა, პოლიცია და ჩვენი საგამოძიებო სამსახურები შესაბამის პასუხს გასცემენ.
ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძის და მისი ცოლის დაკავებაზე. შსს-ს მტკიცებით, უჩა აბაშიძე და მარიამ იაშვილი ამ უკანასკნელთან ათობით პირის ინტიმურ კავშირს უკანონოდ იწერდნენ და ინახავდნენ.