უკრაინის უსაფრთხოების სამსახური: კიევში აღკვეთილია ტერაქტები

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (СБУ) იტყობინება, რომ კიევში ტერაქტები აღკვეთა. უკრაინის სპეცსამსახური აცხადებს, რომ მათ 9 მაისისთვის ამზადებდა ს სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველო.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, დაკავებული არიან შემსრულებლები.
„СБУ-მ წინმსწრებად იმოქმედა, ტერაქტის შემსრულებლებს საქმეზე წაასწრეს. ასევე შეგროვდა მტკიცებულებათა ბაზა, რაც უეჭველად ადასტურებს რუსეთის კვალს,“ განუცხადა BBC-ს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა არტემ დეხტიარენკომ.
უკრაინის სპეცსამსახურს დეტალები არ უხსენებია.
რამდენიმე დღის წინ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ გამოააშკარავა უკრაინის პრეზიდენტ სა და ქვეყნის სხვა მაღალი რანგის ხელმძღვანელთა მკვლელობის გეგმა. უწყებამ თავდასხმების მომზადებაში რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულა.