“მარშით ევროპის მოედნისკენ” – დღეს, 19:00 საათზე, 4 ლოკაციიდან თბილისში მარში გაიმართება

“მარშით ევროპის მოედნისკენ” – დღეს, 19:00 საათზე, 4 ლოკაციიდან თბილისში მარში გაიმართება
დღეს, 19:00 საათზე, თბილისში ევროპის მარში გაიმართება.
ორგანიზატორების თქმით, მოქალაქეები შეკრებას 4 ლოკაციიდან დაიწყებენ: რესპუბლიკის მოედნიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან, მეტრო 300 არაგველიდან და ექსპო ჯორჯიიდან.
მარშის ორგანიზატორები არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციები არიან.
“ოთხივე ლოკაციიდან ერთდროულად დავიძვრებით ევროპის მოედნისკენ და გავერთიანდებით. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!”, – აცხადებენ ორგანიზატორები.

ასევე დაგაინტერესებთ