კახა კალაძე – ერთი წლის წინ, როცა სტატუსის მინიჭებაზე უარი გვითხრეს, საქართველო დაიჩაგრა – ამგვარი ქმედებები იწვევს გაღიზიანებას ხალხში და ჩემი თხოვნა იქნება, ეს დამოკიდებულება შეიცვალოს

“მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი” – ეს არ არის უბრალო სიტყვები. ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი სამშობლო, ამ სიტყვების შინაარსი მნიშვნელოვანია; თავისი თვითშეგნებით, ღირებულებებით, საქართველო იყო და არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა მ “ექსპო ჯორჯიაში”, ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნით ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კალაძემ გაიხსენა ერთი წლის წინ არსებული მდგომარეობა, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მისცეს და განაცხადა, რომ ამგვარი დამოკიდებულება და ქმედებები იწვევს გაღიზიანებას ქართველ ხალხში. მისი თქმით, აქვს თხოვნა [პარტნიორებისადმი], რომ ეს დამოკიდებულება შეიცვალოს.
“მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი” – ეს არ არის უბრალო სიტყვები. ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი სამშობლო, ამ სიტყვების შინაარსი მნიშვნელოვანია. თავისი თვითშეგნებით, ღირებულებებით, საქართველო იყო და არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. ამ ევროინტეგრაციის გზაზე ბევრი წინაღობა გვხვდება, თუმცა მიუხედავად ამისა, ღირსეულად ვაგრძელებთ გზას ევროპისკენ და ჩვენ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე გავხდეთ იმ ოჯახის წვერები, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია.
ელჩმა ბრძანა, თქვენ გვერდით ვართ ამ გზაზეო, რისთვისაც მადლობას ვუხდი. დიდი სურვილი მაქვს, იყოს მხარდაჭერა. მახსოვს ერთი წლის წინ აქ ვიყავით შეკრებილები და იყო მდგომარეობა, როცა ქვეყანას არ მისცეს კანდიდატის სტატუსი. ამას არ ჰქონდა ახსნა, რატომ. ყველა იმ ქვეყანაზე გაცილებით წინ ვიყავით, ვისაც სტატუსი მიანიჭეს და საქართველო დაიჩაგრა. ამგვარი დამოკიდებულება და ქმედებები იწვევს გაღიზიანებას ქართველ ხალხში და ჩემი თხოვნა იქნება, ეს დამოკიდებულება შეიცვალოს. მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის. არაერთხელ გამოცდილა საქართველო. ვართ ღირსი პარტნიორები, ვართ გუნდი, რომელმაც კონსტიტუციაში ჩაწერა ქვეყნის ევროპული მომავალი და გადადგა კონკრეტული ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე. თუ რამე წარმატებას მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ, უკავშირდება 2012 წლის შემდგომ პერიოდს. მინდა მოსახლეობას მივმართო – ევროინტეგრაციის პროცესს გაუძღვება გუნდი, რომელსაც “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო” ჰქვია”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – შურთ უკრაინის და საფეხბურთო მატჩში საქართველოს წინააღმდეგ უკრაინის მხარეს არიან – თუ დავუჯერებთ, გვარამია მართალი კაცია, ხოშტარია რუსებს ვერ იტანს, ხაზარაძე მოწყალე და გახარია უღალატო ადამიანია

ირაკლი კობახიძე – გერმანიის ელჩისთვის საქართველოდან გაწვევა იქნებოდა ძალიან დიდი პატივი, ამიტომ არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ – რეალურად, გერმანიას საქართველოში დღეს ელჩი არ ჰყავს, ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი რაც ე.წ ელჩს შეეფერება