“ოცნებამ”, ისე სწრაფად მიიკერა “რუსეთუმეს” იარლიყი, რომ ზოგმა თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო” – მორგოშია

ალტ-ინფოს ლიდერი, კოკა მორგოშია:
📌❗️ვაკვირდები მოვლენებს და სულ უფრო და უფრო მეტი კითხვა ჩნდება “ქართული ოცნების” ქმედებებზე!!! 2023 წლის ბოლოს, მიიღეს კანდიდატის სტატუსი. არაფრის მომცემი, მაგრამ მაინც სტატუსი და პიარულად ის რაუნდი, მოუგეს ოპოზიციას.✅ უკრაინის ფრონტზე მედასავლეთეებისთვის დაფიქსირდა ფიასკო, რომელიც დღემდე გრძელდება და ესეც “ოცნებას” ძალიან მაგრად აწყობდა პოლიტიკურად.✅ ოპოზიციური პარტიები სულს ღაფავდნენ და ზოგს პულსიც კი არ ესინჯებოდა.✅ კონსერვატიული ფლანგი, დღითიდღე ძლიერდებოდა.✅
დადგა 2024 წელი!!!
და უცებ, “ოცნებამ” მოხსნა ყველაზე რეიტინგული პრემიერი, რომელიც კონსერვატორი ამომრჩევლებისთვისაც მეტ-ნაკლებად მისაღები იყო.✅ დაიწყო კონსერვატიული ფლანგის განეიტრალება.✅ ისეთი კანონების დაინიცირება, რომელიც მათთვის დამაზიანებელია და თან არც მოსახლეობის დიდ ნაწილს არ სჯერა, რომ ამ იდეების მატარებელია “ოცნება”.✅ “გაიჩალიჩა” მთელი ევროკავშირის და -ს რისხვა. ერთი ნაბიჯი აკლიათ, რომ ყველა დაასანქცირონ.✅ “ოცნებამ” რუსეთს დაანახა, რომ თითქოს ევროპასთან ხიდებს წვავენ და ძალიან სუვერენული ქვეყანა არიან. “ოცნების” ლობისტებმა დააჯერეს კრემლი, რომ “ოცნება” სრულად ფლობს სიტუაციას.✅ ან ვერც დააჯერეს, მაგრამ რუსებმაც თავი დაიშტერეს, რადგან “ოცნების” ევროპასთან ხიდების დაწვა აწყობთ და თუ “დალშე” რამე “მაიმუნობა” იქნება, რა პრობლემაა?! რუსები თავის პრობლემას ტანკებითაც გადაჭრიან და თავს არ “გაილოხებენ” ✅ კონსერვატიულ ძალებს, საერთოდ არ აძლევენ არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალებას. თან რაც ყველაზე საინტერესოა, ამაზე “ოცნებას” ტაშს უკრავენ ის მედასავლეთეები, რომლებიც მათვე მონებს ეძახიან.✅ ლამის ახალგაზრდობის 70%-ი გადაიმტერეს. თითქმის ყოველდღე მრავალ ათასიანი პროტესტია. ქვეყანაში დენთის სუნი ტრიალებს.✅ “ქართულმა ოცნებამ”, ისე სწრაფად და უპრობლემოდ მიიკერა “რუსეთუმეს” იარლიყი, რომ ზოგმა თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო.✅ 29 აპრილს, მოაწყო მრავალათასიანი პარტიული აქცია. არადა ყველამ კარგად იცის, რომ თუ პოლიტიკის ინჩი-ბინჩი გესმის, 2*2=4 არის ის, რომ მთავრობამ არ შეიძლება მოუწყოს ოპოზიციას აქციები, რადგან ეს მთავრობის სისუსტეს ნიშნავს. შედეგმაც არ დააყოვნა და ამ აქციამ, სულ 24 საათიანი ეფექტიც კი ვერ დადო. მეორე დღის საღამოს, წინა დღის აქცია არავის არ ახსოვდა. ოპოზიცია და ახლგაზრდები კი უკვე იმაზე მეტი იყვნენ, ვიდრე წინა დღეებში.✅ გალახეს და ლამის გმირად აქციეს, ვიღაც ხაბეიშვლის მსგავსი 0% იანი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსები. ხაბეიშვილს მიაყოლეს ჩიქოვანი, ჩელე და ვიღაც “no name” ტიპები. ანუ “ნაცებს ვასამართლებთ” თემა კი არ გამოუვიდათ, არამედ უბრალოდ “ჩალიჩობენ”, რომ გარდაუვალი დაპირისპირება მოხდეს.✅ ვიღაც გეი-მილიტარისტების ურეკავენ, აგინებენ და აშინებენ, თან მათი ოჯახის წევრებსაც არ ერიდებიან და სიტუაციას უფრო და უფრო ძაბავენ.✅ ისედაც მათ მიმართ არაკეთილგანწყობილ მედიას, საბოლოოდ აგიჟებენ და აშინებენ.✅ კიდევ ბევრი არგუმენტის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ მეზარება და მგონია, რომ ესეც საკმარისია. ანუ რასთან გვაქვს საქმე?! ვიღაც იტყვის, რომ გაგიჟდნენ “ოცნებაში” და დაკარგეს ადეკვატურობაო, ვიღაც იტყვის, რომ რუსების იმედი აქვთ და “ბოლომდე ჩააჭირესო”, ვიღაც იტყვის, რომ იციან ევროპელები მაიდანს უწყობენ, გამოვიდნენ წყობილებიდან და ბოლომდე შეასკდნენო, ვიღაც იტყვის, რომ ევროპაში თავად ცუდად აქვთ საქმე, “ოცნებამ” ეს იცის და ამიტომ გადავიდა შეტევაზეო(უბრალოდ ამ ვერსიას ის დიდი პრობლემა აქვს, რომ ევროპას კი “დაერხა”, მაგრამ ზაფხულის არჩევნებს სამწუხაროდ ჯერ ისევ ულტრა ლიბერალები მოიგებენ და ორბანის 6 თვიანი თავჯდომარეობა, დიდს არაფერს შეცვლის სამწუხაროდ), ერთი სიტყვით, კიდევ იქნება რაღაც ვერსიები, მაგრამ მე ასე ვიტყვი: “ოცნებაში” ჭკვიანი ხალხიც არიან. თუ დასჭირდათ, ძალიან დიდ თამაშსაც ითამაშებენ და ამიტომ, ამ ყველა ვერსიას, მე დავამატებდი ძალაუფლების გადაბარების ვერსიასაც.✅
პ.ს. არცერთ ვერსიაში, არ არის აუცილებელი მთელმა “ოცნებამ” იცოდეს რეალობა, 1-2 კაციც საკმარისია, რომ შედეგი დაიდოს.

ასევე დაგაინტერესებთ