სალომე სამადაშვილი – საქართველოს გასაბჭოება 2024 წელს ვერ მოხდება! – კონგრესმენების განაცხადი ნიშნავს ივანიშვილის, კობახიძის, გომელაურის რეჟიმის წარმომადგენლებისთვის ფინანსური და გადაადგილების შეზღუდვების დაწესებას

ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ ყველას და პირველ რიგში, რუსეთს, რომ საქართველო არის ქართველი ხალხის, ქართველ ხალხს ვერავინ შეაშინებს და საქართველოს გასაბჭოება 2024 წელს ვერ მოხდება, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სამადაშვილის თქმით, უზარმაზარი საფრთხის წინაშე დგას საქართველო, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს, საქართველოს ყველა აქტიური მოქალაქე შეიკრიბოს და ერთად შეეწინააღმდეგოს ხელისუფლების,მცდელობას, რომ მოხდეს ჩვენი ქვეყნის ახალი გასაბჭოება.
ამასთან, დეპუტატის თქმით, საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი მიიღო ვაშინგტონიდან, რომელსაც ხელს 29 კონგრესმენი აწერს.
მისივე თქმით, ფაქტობრივად, ეს გზავნილი, რომლის ადრესატი არის პრემიერ-მინისტრი ირაკლი , რა თქმა უნდა, პირველ რიგში, განკუთვნილია ქართველი ხალხისთვის.
„ჩვენ ვხედავთ,რომ უზარმაზარი პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს საქართველოს,ქართველ ხალხს, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ, უკვე ოფიციალურად დავადექით ბელარუსის გზას,როდესაც -ს კონგრესი ამბობს, რომ თუ რუსული კანონი იქნება მიღებული მოუწევს მიიღოს საქართველოს დემოკრატიის მხარდამჭერი აქტი, ისეთი, როგორიც არსებობს ბელარუსისთვის. მსურს, მოკლედ განვმარტო, რას ნიშნავს მსგავსი განაცხადი – პირველი, რას ნიშნავს ეს, ს, კობახიძის, გომელაურის რეჟიმის იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ხელს აწერენ საქართველოს გასაბჭოების და დემოკრატიის გაუქმების მცდელობას, მათ შორის 83 დეპუტატისთვის, რომელიც ხმას აძლევს ამ კანონს. ეს ნიშნავს, რომ საკანონმდებლო დონეზე აშშ-ს მიერ იქნებიან სანქცირებული, როგორც ფინანსურად, ასევე შეიზღუდება მათი გადაადგილება. აშშ-ს მიერ სანქცირება ნიშნავს,რომ თქვენ ოფიციალურად აღმოჩნდებით ს მოკავშირეების სიაში და შესაბამისად, ამერიკა არ იქნება ერთადერთი ადგილი, სადაც თქვენ თავისუფლად ვერ იმოქმედებთ და გაგიჭირდებათ შესაბამისად, დასავლეთ ევროპაში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც გაგირთულდება მოგზაურობაც, ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებაც, თქვენი საკუთრება,თუ გაქვთ სადმე დასავლეთში, პოტენციურად დაექვემდებარება სანქციებს. ეს ვრცელდება თქვენი ოჯახის წევრებზეც. მარტივად ვიტყვი, ს შვილი, რომელიც აშშ-ში სწავლობს და მე მას წარმატებას ვუსურვებ, მამამისის მიერ საქართველოს გასაბჭოების და დემოკრატიის გაუქმების მცდელობის გამო შესაძლოა გაუშვან დეპორტაციაზე და გაუუქმონ ამერიკული ვიზა. იგივე შეეხება წილოსანს და ყველა სხვა ქართველ დეპუტატს, რომელსაც შვილი დღეს დასავლეთში ჰყავს გაგზავნილი, მაგრამ რას ნიშნავს ეს ქართველი ხალხისთვის – იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ვიღებდეთ მილიარდობით დახმარებას, რომელიც მიემართება ეკონომიკის დახმარებაში იმისათვის,რომ პენსია გაიზარდოს 1 000 ლარამდე, 200 000 სამუშაო ადგილი შეიქმნას, ანაკლიის პორტი დასრულდეს,ამის ნაცვლად, ჩვენ შეგვიმცირდება შესაბამისი დახმარება და საქართველო აღმოჩნდება უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღეს არის ბელარუსი, ეკონომიკურად იზოლირებული და დამოკიდებული ერთადერთ ქვეყანაზე,რუსეთზე. სწორედ ამის შესაჩერებლად დღეს ჩვენ, ქართველ ხალხს გვჭირდება სიმტკიცე. რეჟიმის და რუსეთის გათვლა არის ის,რომ მათ შორის ის ტერორის კამპანია, რაც მათ წამოიწყეს ვიღაცას შეაშინებს, ვიღაცა ვერ გაბედავს მივიდეს აქციაზე და გააპროტესტოს ჩვენი ქვეყნის გასაბჭოება, დღეს ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ ყველას და პირველ რიგში რუსეთს, რომ საქართველო არის ქართველი ხალხის, ქართველ ხალხს ვერავინ შეაშინებს, საქართველოს გასაბჭოება 2024 წელს ვერ მოხდება“, – განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ს წერილობით მიმართეს. მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს შეშფოთება და მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს პარლამენტში ინიცირებული ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონი. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აცხადებენ, რომ შეუერთდებიან კოლეგებს და წაახალისებენ მოწოდებას სავიზო რეჟიმის გაფართოებასა და ფინანსურ სანქციებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ