„ბიძინა ივანიშვილი ფეოდალია“ – თედ ჯონასი

ბიძინა ივანიშვილი ფეოდალია – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ამერიკელი ბიზნესიურისტი, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი თედ ჯონასი.
გადაცემა „ანალიტიკაში“ მან ივანიშვილის ინტერესებსა და მისწრაფებებზე, წამყვანის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა, რომელიც ოლიგარქის მოტივაციას შეეხებოდა. ელენე კვანჭილაშვილმა ბიზნესიურისტს ჰკითხა – შეიძლება თუ არა იყოს ეს პუტინის დირექტივები, თუ დიდი ფული, რომლის შენარჩუნებაც უნდა ივანიშვილს. რაზედაც თედ ჯონასი პასუხობს: „ორივე. უმეტეს მოვლენას ერთზე მეტი მიზეზი აქვს ხოლმე. – და ამას 2014 წელს მივხვდი – ფეოდალია. მეფე არ არის, ასეთ დონეზე არ არის, მაგრამ ჰი იზ ლაიქ თავადი ან ბატონი – მას სურს იყოს ფეოდალი მმართველი. ამიტომ აგებს ამ თანამედროვე ციხეებს მთების წვერში. ძველი თბილისის შუაგულში, სადაც ნარიყალაა – მას აქვს თავისი ციხეები. მას აქვს საკუთარი პარკები, ის გადააადგილებს ხეებს – ის საქართველოს უყურებს, როგორც – ფეოდალური მამული რა. მთელი ქვეყანა. – აქ ყოფნა უნდა, თავისი სახლები, ქონება, ქართველია – თითქოს, უნდა რომ ამ ქვეყნის მბრძანებელი იყოს. არ ვიცი, რამდენად ს ინსტრუქციებით მოქმედებდნენ წარსულში. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის ინსტრუქციებს ასრულებდნენ ანაკლიასთან დაკავშირებით. 2017 წლიდან. და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ რუსული კანონის შემობრუნება უნდა ყოფილიყო რუსეთის ინსტრუქცია. იმიტომ რომ პოლიტიკურად წარმოუდგენელი სისულელე იყო.
მიჭირს წარმოდგენა, რომ ბიძინა იფიქრებდა, რომ ეს კარგი იდეა იყო. მჯერა, რომ მათზე იყო ზეწოლა. წითელი ხაზი უნდა გაავლო აქ და ახლა შენსა და დასავლეთს შორის! როგორც ეს ვუთხარით იანუკოვიჩს 2013 წელს. ეს ბრძანება ახლა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. ბიძინას არ აქვს პრობლემა. ბიძინას ისედაც არ უნდა ევროპული ყაიდის სისტემაში ყოფნა – როცა ადვილია იმის დანახვა, თუ როგორ შოულობს ფულს და შემდეგ – როგორ ხარჯავს. როგორ აკონტროლებს პოლიტიკას. პოლიტიკური სისტემა, რომელიც არ არის დემოკრატიული, არ არის კანონის უზენაესობა – ფეოდალურია, შუასაუკუნოვანია.
– ეს სიტყვაც ვთქვათ – არ არის გამჭვირვალე.
დიახ. არ არის გამჭვირვალე. არაფერი რაც ბიძინას უკავშირდება არ არის გამჭვირვალე. შავი ყუთი არის. წარმოდგენა ვერ გექმნება, რა ხდება ამ შავი ყუთის შიგნით. ეს ყუთი მისი ბრძანებებით იმართება და ეს ძალიან ცალსახაა. მას უნდა კომფორტული სივრცე რომელსაც ბოლომდე აკონტროლებს და მართავს და კარგადაა რუსეთთან. მას არ უნდა ევროპული სტანდარტი, რუსეთს არ უნდა დასავლეთი საქართველოში – ურთიერთობაა, რომელიც ურთიერთსარგებელზე დგას. რუსები კარგად იყენებენ შიშსაც. მას აშინებენ. ბიზნესისგან ვიცი – დეტალებში არ შევალ, ბიზნესის ადვოკატი ვარ – ამ მთავრობას ძალიან ეშინია, რომ რუსეთი მათ რაღაცას დაუშავებს. ან რომ საქართველოში შემოვლენ რუსები. სჯერათ, რომ საქართველოს რუსეთის ინტერვენციისგან იცავენ“.