ჯეიმს ო’ბრაიენი: ვგმობთ კანონის მოწინააღმდეგეებზე ძალადობასა და დაშინებას

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და X-ზე პოსტს აქვეყნებს.
“ჩვენ ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანების მიმართ ძალადობითა და დაშინებით, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კრემლის მიერ შთაგონებული “უცხოური გავლენის შესახებ” კანონპროექტს. ჩვენ ვგმობთ ამას. ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ ორგანიზაციებისკენ სწრაფვა აქვს განზრახული, სრულ, დამოუკიდებელ და დროულ გამოძიებებს ჩაატარებდა”, – წერს ო’ბრაიენი.
We are deeply troubled by the violence & intimidation of those opposing the Georgian draft Kremlin-inspired foreign influence law. We condemn this. A country intent on moving toward the EU and transatlantic organizations would conduct full, independent, and timely investigations.— Assistant Secretary Jim O’Brien (@StateEUR) May 10, 2024
ჯეიმს ო’ბრაიენის პოსტამდე განცხადება გამოაქვეყნა სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროპისა და აზიის საკითხებში -ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო’ბრაიენი საქართველოს 14-17 მაისს ეწვევა.