სახალხო დამცველი პროტესტის მონაწილე არასრულწლოვანების მიმართ მუქარას გმობს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ გმობს პროტესტის მონაწილე არასრულწლოვანების ფოტოების, ტელეფონის ნომრების გავრცელებას და მათ მიმართ გამოთქმულ მუქარასა და სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელ მიმართვებს.
ომბუდსმენის შეფასებით, შექმნილი პოლიტიკური ვითარების ფონზე, იკვეთება მათ შორის პოლიტიკოსთა მხრიდან ბავშვებისადმი მასტიგმატიზებელი განცხადებები.
ომბუდსმენი ამბობს, რომ უაღრესად მიუღებელია, რომ როგორც სამოქალაქო აქტივისტების, ასევე ოპოზიციური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსების არასრულწლოვანი შვილები გახდნენ მუქარის შემცველი შეტყობინებების ადრესატები.
“აღნიშნული ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ღირებულებებს და ქვეყნის დემოკრატიულ პრინციპებს, არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი და წარმოშობს ბავშვებისადმი ძალადობის მაღალ რისკს.
სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა დაუყოვნებლივ მოახდინოს თითოეულ შემთხვევაზე ეფექტიანი რეაგირება და გააკეთოს ყველაფერი, მათ შორის, გამოიყენოს პრევენციული ღონისძიებები, რათა უზრუნველყოს თითოეული არასრულწლოვანის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ყოველმხრივი დაცვა.