“სადაც საჭიროა, დიტო სამხარაძე იგინება…” – რა უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს, რომელმაც დიტო სამხარაძის გინება მოასმენინა?

მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ პრემიერმინისტრს “ამხანაგო “-თი მიმართა, პრემიერმა TV პირველის წამყვანს “ზრდილობისა და კულტურისკენ” მოუწოდა. ამის შემდეგ, ჟურნალისტმა მას დეპუტატ დიტო სამხარაძის გინება ჩაურთო.

“ვინ იგინება, მე ვიგინები? არა, ვინ იგინება?… ერთი წამით, თქვენ მიხედეთ თქვენს ზრდილობას და კულტურას, თქვენს ზრდილობას და კულტურას მიხედეთ, რა შუაში იყო აქ, დიტო სამხარაძე იგინება თუ არ იგინება? სადაც საჭიროა, დიტო სამხარაძე იგინება, მაგრამ თქვენ მიხედეთ თქვენს ზრდილობას, კულტურას და ინტელექტს” – მიმართა კობახიძემ მიშველაძეს.

ვიდეო

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია

გივი მიქანაძე – პრეზიდენტის მიერ ხაზარაძისა და გახარიას კონსულტაციებისთვის მიწვევა სხვა არაფერია, თუ არა კონსტიტუციით განსაზღვრული ნეიტრალიტეტის დარღვევა – მისი პოზიციონირება შეიძლება შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება