„რა ლოგიკაზე შეიძლება ვიმსჯელოთ, თუ შენი სტრატეგიული პარტნიორები შენდამი მტრულ ძალებს აფინანსებენ?“ – ვაჟა ბერიძე

პოლიტოლოგმა ვაჟა ბერიძემ საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსთან“ ისაუბრა.
„გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ხელმეორედ დაინფიცირება, იყო უადგილო, არაფრისმომტანი არც როგორც „ოცნებისთვის“, ისე მისი ლიდერისთვის, სთვის, მით უმეტეს, ფაქტობრივად, უკვე მოგებული 2024-ის არჩევნებამდე ერთი წლით ადრეც კი.
უცხოური ფულით ნასაზრდოები ოპოზიციის მიერ არჩევნების შედეგების გაპროტესტებით ხელისუფლების შეცვლის მე არ მჯერა და ვერც ვერავინ დამაჯერებს, რომ ასეთი რამ თეორიულადაც კი იქნებოდა შესაძლებელი. სავარაუდოდ, უფრო სხვა მეტაფიზიკაა აქ მთავარი, რაც ბიძინა ივანიშვილის მიერ თავისი დასანქცირებულობის თაობაზე საჯარო განცხადებას უკავშირდება.
რაც შეეხება ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს, იგი არ შეცვლილა. ჩვენი ორიენტირი ისევ და ისევ კონსტიტუციაში დაფიქსირებული განვითარების მიმართულება და ვექტორია. შეიცვალა ამ მიზნის მიღწევის სტრატეგია და ტაქტიკა, რომელიც ხშირად გაუგებარია და ელემენტარული განსჯის საზღვრებსაა გაცილებული.
მაგრამ, არასერიოზული ხდება მსჯელობა, როცა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს, -ს და ევროკავშირს ეუბნები, რომ მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო სექტორი, ყოველ შემთხვევაში, მისი ნაწილი, აგენტურაა, რომლის საქმიანობაც ანტისახელმწიფოებრივია და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული.
რომელ საგარეო-პოლიტიკურ კურსზე შეიძლება აქ საუბარი, ან რა ლოგიკაზე შეიძლება ვიმსჯელოთ, თუ შენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნები შენდამი მტრულ და დესტრუქციულ ძალებს აფინანსებენ? როგორღა შეიძლება ის შენი სტრატეგიული პარტნიორი იყოს?
და თუ ეს ასეა, რაც არ უნდა რთული შედეგების მომტანი იყოს ასეთი მიდგომა, იგი ქვეყნის ლიდერების განცხადებებსა და პოლიტიკურ კურსში შესაბამისად უნდა აისახოს, “- აღნიშნა ვაჟა ბერიძემ.
კითხვაზე კანონის ხელმეორედ შემოტანა, როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა თქვა – „ს მიერ იყო შთაგონებული“, თუ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ივანიშვილის ინიციატივა იყო, ვაჟა ბერიძე პასუხობს, რომ ეს იყო ივანიშვილის გამიზნული და კონკრეტული კონოტაციის მატარებელი ნაბიჯი.
„ეს იყო ივანიშვილის გამიზნული და კონკრეტული კონოტაციის მატარებელი ნაბიჯი. ის მიზანზე ღიად არ საუბრობს, მაგრამ ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი საკმაოდ გამჭრიახი პიროვნებაა, ის ყველა ნაბიჯს აკეთებს გააზრებულად და ჩემი ღრმა რწმენით, შესაძლო შედეგების ადეკვატური გათვალისწინებით.
ჩვენ მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეგვიძლია მისი ამდაგვარი სადღეისო ტაქტიკის თაობაზე და ის, გავიმეორებ, შესაძლოა, უკავშირდებოდეს მისი აქტივების მიმართ დასავლეთის დამოკიდებულებას და ეს დამოკიდებულება ახალი არა რის, ივანიშვილის პოლიტიკაში ღიად გამოჩენისთანავე ჩამოყალიბდა. შესაბამისად, აქ რუსული ქვეტექსტი შესაძლოა არსებობს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ის გადამწყვეტი ფაქტორი იყო.
რაც შეეხება კონფრონტაციას დასავლეთსა და ივანიშვილს შორის, აქაც ორივე მხრიდან გადაიდგა ნაბიჯები დღემდე ამ დაპირისპირების შეუქცევადობის უზრუნველსაყოფად. განა ვინმემ ეჭვქვეშ დააყენებს თუნდაც ივანიშვილის გუნდში, რომ დასავლეთი ფლობს უამრავ ბერკეტს, რომელიც სერიოზულად დააზარალებს არა მარტო პირადად ივანიშვილს, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავალსა და ინტერესებს. ეს ცხადია.
ახლა ცხადია, შეიძლება ითქვას, პრიმიტივიზმის დონეზე მარტივად დგას – გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ჯერჯერობით და სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს. საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა დასავლეთის გავლენის შესუსტების ფონზე სამხრეთ კავკასიაში (აზერბაიჯანი, სომხეთი), უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?.. და ამ ორომტრიალში უკრაინით შებოჭილი, მაგრამ სამხრეთ კავკასიის დაკარგვის საფრთხის წინაშე მდგომი რუსეთი (სომხეთი და თურქეთისკენ გადახრილი აზერბაიჯანი) რას მოიმოქმედებს?..“

სრულად იხილეთ ipn.ge