როგორი ამინდი იქნება 11 მაისს საქართველოში

11 მაისს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია აღმოსავლეთის ქარის გაძლიერება 17-22მ/წმ-მდე. ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, იქროლებს აღმოსავლეთის ქარი. ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება.
ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი დედაქალაქში. თბილისში ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება.