ირაკლი კობახიძე – ჯიმ ობრაიენის ვიზიტი არის შეთანხმებული და შეხვედრებიც არის დადასტურებული – სავარაუდოდ, უკავშირდება ამ კანონპროექტის განხილვას

ჯიმ ობრაიენის ვიზიტი არის შეთანხმებული და შეხვედრებიც არის დადასტურებული, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა,
ირაკლი მ თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას „პალიტრანიუსის“ წამყვანის, ემა ტუხიაშვილის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში -ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის საქართველოში ვიზიტი სავარაუდოდ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს უკავშირდება.
„მე დადასტურებული მაქვს უკვე შეხვედრა მასთან, რამდენიმე დღეში. ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს. ვიზიტი არის შეთანხმებული და შეხვედრებიც არის დადასტურებული. სავარაუდოდ უკავშირდება ამ კანონპროექტის განხილვას“, – განაცხადა მ.
კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ჯიმ ობრაიენის საქართველოში ვიზიტი მოსალოდნელ სანქციებს, მათ შორის პერსონალურს, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ „ასეთი რამ პარტნიორულ ურთიერთობებს არ შეესაბამება“.
„ზოგადად სანქციები არ არის ის, რაც შეიძლება გამოდგეს შანტაჟისთვის ხელისუფლებისა და ხალხის წინააღმდეგ. დე ფაქტო სანქცია ჩვენი პარტიის დამფუძნებლის მიმართ უკვე მოქმედებს, მაგრამ ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინა ამ სანქციამ მისი მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებზე. მან პრინციპული პოზიცია დაიკავა ყოველ ჯერზე, როცა ეს უკავშირდებოდა ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ