ზრდილობის ხსენებაზე მიშველაძემ კობახიძეს დიტო სამხარაძის გინება ჩაურთო

მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ პრემიერმინისტრს “ამხანაგო კობახიძე”-თი მიმართა, პრემიერმა TV პირველის წამყვანს “ზრდილობისა და კულტურისკენ” მოუწოდა. ამის შემდეგ, ჟურნალისტმა მას დეპუტატ დიტო სამხარაძის გინება ჩაურთო.

“ვინ იგინება, მე ვიგინები? არა, ვინ იგინება?… ერთი წამით, თქვენ მიხედეთ თქვენს ზრდილობას და კულტურას, თქვენს ზრდილობას და კულტურას მიხედეთ, რა შუაში იყო აქ, დიტო სამხარაძე იგინება თუ არ იგინება? სადაც საჭიროა, დიტო სამხარაძე იგინება, მაგრამ თქვენ მიხედეთ თქვენს ზრდილობას, კულტურას და ინტელექტს” – მიმართა კობახიძემ მიშველაძეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი