გაეროს ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც პალესტინას ახალ უფლებებს ანიჭებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 10 მაისს ხმათა დიდი უპირატესობით დაუჭირა მხარი პალესტინისთვის ახალი “უფლებებისა და პრივილეგიების” მინიჭებას და მოუწოდა უშიშროების საბჭოს, “დადებითად”” გადაეხედა მისი მოთხოვნისთვის – გახდეს გაეროს 194-ე წევრი.
193 წევრიანმა მსოფლიო ორგანიზაციამ დაამტკიცა არაბებისა და პალესტინელების, მათთან ერთად ნორვეგიის მიერ წარდგენილი რეზოლუცია 143 ხმით, წინააღმდეგი იყო 9 და 25-მა, მათ შორის საქართველომ, თავი შეიკავა.
18 აპრილს შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელსაც ბევრი ქვეყანა უჭერდნენ მხარს და რომელიც გზას გაუხსნიდა გაეროში პალესტინის წევრობას – პალესტინა დიდი ხანია მიისწრაფვის ამ მიზნისკენ, ხოლო ამის თავიდან აცილებას ცდილობს.
-ის ელჩის მოადგილემ, რობერტ ვუდმა, 9 მაისს ცხადად განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ეწინააღმდეგება ასამბლეის რეზოლუციას. შეერთებული შტატები, ისევე როგორც ისრაელი, იმ ცხრა ქვეყანას შორისაა, რომელთაც რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა. “თავიდანვე ცხადი იყო, რომ არსებობს გაეროს სრულუფლებიანი წევრობის მოპოვების პროცესი და ზოგიერთი არაბული ქვეყნისა და პალესტინელების ეს ძალისხმევა არის ამის გვერდის ავლის მცდელობა”, – თქვა ვუდმა.
“ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ პალესტინისთვის გაეროს სრულუფლებიანი წევრობის უზრუნველყოფისთვის საუკეთესო გზაა, ეს გაკეთდეს ისრაელთან მოლაპარაკებების გზით. ჩვენი პოზიცია კვლავ იგივე რჩება”.
გაეროს წესდების თანახმად, უშიშროების საბჭომ უნდა გაუწიოს ქვეყანას რეკომენდაცია, რომ გენერალურმა ასამბლეამ საბოლოოდ დაამტკიცოს მისი წევრობა.
პალესტინა გაეროს არა – წევრი დამკვირვებელი სახელმწიფო გახდა 2012 წელს.
რეზოლუციის თანახმად, ასამბლეა “განსაზღვრავს”, რომ ემხრობა პალესტინის სახელმწიფოს წევრობას, ანიჭებს მას მეტ საპროცედურო უფლებებს და უწევს რეკომენდაციას უშიშროების საბჭოს, “დადებითად” გადახედოს მის მოთხოვნას.
გაეროში პალესტინის სრულუფლებიანი წევრობისკენ ხელახალი სწრაფვა ხდება ღაზის სექტორში ომი ფონზე, რამაც ისრაელსა და პალესტინას შორის 75 წლიანი კონფლიქტი ყურადღების ცენტრში დააყენა.
გენერალურ ასამბლეაზე საკითხის გატანით და ხმების ორ მესამედზე მეტის მიმხრობით პალესტინელებმა მიაღწიეს თავიანთი სტატუსის ამაღლებას “გაეროს დამკვირვებლიდან” “არა-წევრ დამკვირვებელ სახელმწიფომდე.” ამან კარი გაუხსნა პალესტინის ტერიტორიებს გაეროში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში – მათ შორის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში – გაწევრიანებისკენ.
უშიშროების საბჭოს კენჭისყრაზე, 18 აპრილს, გაეროს სრული წევრობისთვის კენჭისყრაზე გატანილ საკითხს 12 მიმხრო, გაერთიანებულმა სამეფომ და შვეიცარიამ თავი შეიკავეს, ხოლო შეერთებული შტატები წინააღმდეგი იყო და ვეტო დაადო რეზოლუციას.
ფორუმი