შსს-ს მტკიცებით, აქციაზე დაკავებულთაგან ერთ-ერთი აღიარებს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან იღებდა დავალებას

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ 8-9 მაისს, ანტირუსულ აქციაზე დაკავებული მოქალაქეებიდან ერთ-ერთმა “აღიარა” ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დავალებების შესრულებას ფულის სანაცვლოდ.
უწყებამ გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, სადაც არაიდენტიფიცირებადი პირი ჰყვება, როგორ აიღო 1200 ლარი პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის მიყენებისა და საპოლიციო ინფრასტრუქტურის დაზიანების სანაცვლოდ.
“დაკავებულთა შორის, ერთ-ერთი პირი, სამართალდამცველებთან მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ ის 16 აპრილს, იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე, რა დროსაც მან გაიგო პოლიტიკური ლიდერების, კერძოდ ნიკანორ მელიას, ს, ს, გიორგი ვაშაძის, ზურაბ ჯაფარიძისა და კიდევ ერთი, მისთვის უცნობი მამაკაცის საუბარი, იმის შესახებ, რომ ისინი ახალგაზრდებს გარკვეული დავალებების შესრულების სანაცვლოდ გადაუხდიდნენ გარკვეულ თანხას.
დაკავებული აცხადებს, რომ ის, თავისი ნებით მივიდა აღნიშნულ პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად მყოფ მამაკაცთან და გამოთქვა მზაობა, თანხის მიღების სანაცვლოდ, შეესრულებინა მათ მიერ მითითებული დავალება. ბრალდებულის თქმით, მან დავალების მიმცემი პირებისგან მაშინვე მიიღო თანხა, 1200 ლარი. ბრალდებული ასევე აცხადებს, რომ მთავარი დავალება იყო პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის მიყენება, მათი გაღიზიანება, გამოწვევა, სამართალდამცველების ყურადღების მიქცევა და ასევე, სხვადასხვა საპოლიციო ინფრასტრუქტურის დაზიანება”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ირწმუნება, რომ დაკავებულმა მართლაც შეასრულა დავალება, ეს ყველაფერი გადაიღო და “ინსტაგრამზე” გაავრცელა. უწყებაში ამბობენ, რომ “დავალების” შესრულების ამსახველი ვიდეომასალის სოციალური ქსელით გავრცელებაც შეთანხმების ნაწილი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ