შესაძლებელია ვეტოს პროცედურის გამოყენება იმისათვის, რომ შევაჯეროთ პოზიციები – კობახიძე რუსულ კანონზე

პრემიერ-მინისტრს, ს მოლოდინი აქვს, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლოა “პოზიციები შეჯერდეს” რუსულ კანონთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით საუბარი ჰქონდა საერთაშორისო პარტნიორებთან.
“მე ვხედავ პოზიტიურ ძვრებს. მათ შორის, ბოლო შეხვედრების შემდეგ, მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არის ახლა მზაობა დისკუსიისთვის კანონის ნორმებთან დაკავშირებით. მე განვუმარტე ჩვენს პარტნიორებს, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია, რომ შეჯერდეს პოზიციები. ჩვენ ვიცით, რომ თვითონ არ წერს ხოლმე საკუთარ ვეტოს კანონპროექტებს – ან ენჯეოები უწერენ, ან გარედან უწერენ. შესაბამისად, ეს ბერკეტი შეგვიძლია კიდევ ერთხელ გამოვიყენოთ. შესაძლებელია ვეტოს პროცედურის გამოყენება, იმისათვის, რომ ჩვენ შევაჯეროთ პოზიციები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით.
აქ უკვე, პრინციპში, ჩვენი პარტნიორები, იძულებული იქნებიან, რომ კონკრეტული შენიშვნები წარმოადგინონ და ასახონ პრეზიდენტის ვეტოში. თქვენ იცით, რომ ვეტო როცა შემოდის პარლამენტში, ვეტო უნდა იყოს ჩამოყალიბებული კონკრეტული კანონპროექტის სახით. აქ უკვე იძულებაა, რომ კონკრეტული რაღაც შემოგთავაზონ. მანამდე, მზად ვართ პოზიციების შეჯერებისთვის. დისკუსიისთვის ჩვენი მხრიდან არის აბსოლუტური ღიაობა და მზაობა”, – განაცხადა ირაკლი მ.
8 აპრილს, პარლამენტში “ქართული ოცნების” მიერ დაინიციირებული რუსული კანონის ბიუროს სხდომაზე განხილვის შემდეგ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა, რომ მიღების შემთხვევაში კანონს სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს.
უშალოდ ბიუროს სხდომის მიმდინარეობისას, ის ცდილობდა განემარტა, რომ კანონპროექტი საერთოდ არ უნდა დარეგისტრირებულიყო. თუმცა, სხდომის წამყვანმა, ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ მას სიტყვის დასრულების საშუალება არ მისცა და მიკროფონი გაუთიშა. ვეტოს შესახებ გიორგი მსხილაძემ ბიუროს დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ