„სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ფრთის წევრი ამიკო ნატრიაშვილი – იმუქრებიან, რომ იციან სად ვცხოვრობ და თუ არ გავჩერდები, უარესს დამმართებენ ვიდრე სხვებს

იმუქრებიან, რომ იციან სად ვცხოვრობ და თუ არ გავჩერდები მეტად უარესს დამმართებენ ვიდრე სხვებს, – ამის შესახებ აქტივისტმა და „სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ფრთის წევრმა ამიკო ნატრიაშვილმა განაცხადა.
როგორც ნატრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მას რამდენიმე დღეა ავტომობილი დაჰყვება და გარდა ამისა ყოველდღიურად მუქარის შემცველი ზარები მის და მისი ოჯახის წევრების ტელეფონზე ხორციელდება.
„ბოლო დღეების განმავლობაში ერთი და იგივე ტიპის ავტომობილი მე და ჩემს მეგობრებს გვითვალთვალებს ყველგან, სადაც გადავადგილდებით.
პარალელურად არ წყდება ზარები უცხოური ნომრებიდან. იმუქრებიან, რომ იციან სად ვცხოვრობ და თუ არ გავჩერდები მეტად უარესს დამმართებენ ვიდრე სხვებს.
რეკავენ ოჯახის წევრების ნომრებზეც, მათ შორის ბავშვების და ქალების დაშინებასაც არ ერიდებიან.
ჩემი დის სახელზე რეგისტრირებულ ნომერზე დარეკეს, რა დროსაც ტელეფონი ბავშვს ჰქონდა და არ ვაპასუხებინე.
ერთად ვართ ვერ მოგვერევით!” – წერს ამიკო ნატრიაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ელისო ჯარიაშვილი: ეს არაა საკმარისი, ნაწამებია 300-400 ადამიანი, ყველა მოძალადე და ხელის დამფარებელი უნდა დაისაჯოს! ჩვენმა აქტიურობამ მიახვედრა სისტემა, რომ დაფარული დიდხანს ვეღარ დარჩებოდა დამნაშავის ვინაობა

გიორგი მელაშვილი: გიორგობა დღეს, ამ სურათზე დიდი ბოროტება უბრალოდ წარმოუდგენელია. სტუდენტების დაკავება, საკუთარი უნივერსიტეტის წინ, საკუთარი მეგობრების თვალწინ, ტროტუარზე დგომისა და სამშობლოს სიყვარულისთვის