ზალუჟნი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩად დაინიშნა

9 მაისს გამოქვეყნებული ოფიციალური ცნობით, უკრაინის არმიის ყოფილი მეთაური დიდ ბრიტანეთში უკრაინის სახელმწიფო ინტერესებს დაიცავს. ვალერი ზალუჟნის ელჩად დანიშვნა უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა.
ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაურია, რომელიც უკრაინელ მებრძოლებს მოსკოვის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 2 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, მან თანამდებობა რამდენიმე თვის წინ დატოვა. მანამდე მას „უკრაინის გმირის“ წოდება მიენიჭა.
ვალერი ზალუჟნი უკრაინელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან სწორედ მის სახელს უკავშირდება რუსეთის მიერ ომის დასაწყისში ოკუპირებული ქალაქების გათავისუფლება. ზალუჟნი თანამდებობაზე ოლექსანდრ სირსკიმ ჩაანაცვლა, რასაც უკრაინის არიაში მთელი რიგი საკადრო ცვლილებები მოჰყვა.
ზალუჟნი დიდ ბრიტანეთში ვადიმ კრისტაიკოს შეცვლის. ის თანამდებობიდან 2023 წლის ივლისში გაათავისუფლეს. გავრცელებული ცნობებით, კრისტაიკოს კიევმა პრეზიდენტ ზელენსკის კრიტიკა არ აპატია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია

შოთა დიღმელაშვილი: მსოფლიოს გარშემო ამ ტაუერებზე სახელის ლიცენზია ბევრჯერ დაკარგულა, ბევრჯერ თავად პროექტი გაჩერებულა, ბათუმის ტრამპ ტაუერის პროექტს ივანიშვილი “ტრიუკს” უწოდებდა. ამ ფაქტების ერთობლიობიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ …