პაპუაშვილის თქმით, “ვერ შეხვდება” ევროპული ქვეყნების დეპუტატების დელეგაციას

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ვერ შეხვდება გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთისა და ბალტიის ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას, რომელიც საქართველოში 13-14 მაისს ჩამოდის.
პაპუაშვილის თქმით, სტუმრებმა არ გაითვალისწინეს მისი რჩევა ვიზიტის გადადების თაობაზე.
„რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებმა გამოთქვეს სურვილი ვიზიტისა და მათ შორის ჩემთან შეხვედრისა. მე მათ ვუთხარი, რომ არ იყო კარგი დრო ვიზიტისთვის, ვინაიდან იქნება კანონპროექტის მესამე მოსმენა და არაა მაინცდამაინც კარგი დრო იმისთვის, რომ საგნობრივი საუბარი გვქონდეს. უკეთესი იქნებოდა, სხვა დროს, ამ განხილვების შემდეგ ყოფილიყო [ვიზიტი]. მზად ვართ ნებისმიერი საკითხის განხილვისთვის და ვაფასებთ ზოგადად პარლამენტებთან კოლეგიალურ თანამშრომლობას“, — განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ასევე თქვა, რომ ოპოზიციამ ევროპული ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების ვიზიტი შეიძლება “რადიკალური ქმედებების” წახალისებად მიიღოს.
“უკეთესი იქნებოდა საქმისთვისაც, საგნობრივი განხილვისთვისაც, თუკი ამ განხილვების შემდეგ ჩამოვიდოდნენ. სამწუხაროდ, ჩემი ეს რჩევა არ გაითვალისწინეს“, — განაცხადა პაპუაშვილმა და დასძინა რომ დელეგაციას პარლამენტის სხვა წევრები შეხვდებიან.
მანამდე „ქართული ოცნება“ არაერთგზის აცხადებდა, რომ მზადაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე“ დისკუსიაში როგორც ქართველ, ისე უცხოელ დიპლომატებთან, პოლიტიკოსებთან, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან თუ კანონის რიგით ოპონენტებთან. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ორჯერ გამოიწვია საქართველოში აკრედიტებული ელჩები დებატებში.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას

გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს