პალესტინის გაერო-ს სრულუფლებიან წევრობაზე კენჭისყრა დღეს გაიმართება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა 10 მაისს კენჭისყრას გამართავს პალესტინის უფლებაზე, გახდეს გაერო-ს სრულუფლებიანი წევრი სახელმწიფო. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
რეზოლუციის მიღება კი ნიშნავს, რომ პალესტინა აღიარებული იქნება როგორც სახელმწიფო. კენჭისყრა ჯერ გაერო-ს ასამბლეაში გაიმართება, რის შემდეგაც რეზოლუცია უშიშროების საბჭოს გადაეგზავნება.
გასულ თვეს -ის ვეტოს გამო გაერო-ს უშიშროების საბჭომ ვერ მიიღო რეზოლუცია პალესტინის სახელმწიფოს სრულუფლებიან წევრად მიღების შესახებ. რეზოლუციის პროექტი გაერო-ს გენერალურ ასამბლეას რეკომენდაციას აძლევდა, ეღიარებინა პალესტინის სახელმწიფო გაერო-ს წევრად, რისთვისაც საჭირო იყო უშიშროების საბჭოს თანხმობა.
ცნობისთვის, პალესტინას გაერო-ში 2012 წელს დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსი მიენიჭა.