კაპიტოლიუმზე შტურმი ვიხილეთ და იქ 6 ადამიანი მოკლეს – საქართველოში, პარლამენტზე შტურმისთვის 6 ადამიანი რომ დააკავეს, თურმე ეს დემოკრატიის დარღვევა ყოფილა

კაპიტოლიუმზე შტურმი ვიხილეთ და იქ 6 ადამიანი მოკლეს – საქართველოში, პარლამენტზე შტურმისთვის 6 ადამიანი რომ დააკავეს, თურმე ეს დემოკრატიის დარღვევა ყოფილა
„საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ მათი უფლებები იყოს დაცული“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი შეფასებით, კანონის დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე.
„[კანონის] დარღვევისთვის, ნებისმიერი ადამიანი პასუხს აგებს კანონის წინაშე.
თუ მტკიცებულებები აქვთ, რომ მათ არაფერი დაურღვევიათ, ქვეყანაში არსებობს სასამართლო, გამოძიება და იქ ძალიან კარგად დაადგენენ, თუ არიან მართლები. დაახლოებით 4 წლის წინ, კაპიტოლიუმზე შტურმი ვიხილეთ და იქ 6 ადამიანი მოკლეს, კი არ დააკავეს. საქართველოში, პარლამენტზე შტურმისთვის 6 ადამიანი რომ დააკავეს, თურმე ეს დემოკრატიის დარღვევა ყოფილა. საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ მათი უფლებები იყოს დაცული“, – გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი