ნებისმიერი თავდასხმა ნებისმიერ ადამიანზე დაუშვებელია – თუმცა არასამთავრობო სექტორის მხრიდან მხოლოდ შერჩევით ხდება მკაცრი შეფასებების გაკეთება

ნებისმიერი თავდასხმა ნებისმიერ ადამიანზე დაუშვებელია – თუმცა არასამთავრობო სექტორის მხრიდან მხოლოდ შერჩევით ხდება მკაცრი შეფასებების გაკეთება
„უნდა ვიყოთ ობიექტურები – არ გვინახავს არასამთავრობო სექტორის მხრიდან, მაგალითად, „იმედის“ ჟურნალისტის სამუშაო პროცესისთვის ღია ეთერში ხელის შეშლასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, მ მედიასთან საუბარში აღნიშნა.
მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევას, თუკი საქმე ეხება კანონდარღვევას, უნდა მოჰყვეს მკაცრი რეაგირება.
„ნებისმიერი თავდასხმა ნებისმიერ ადამიანზე, რა პოლიტიკური მრწამსიც მას არ უნდა ჰქონდეს, დაუშვებელია, მაგრამ როდესაც ვაკეთებთ შეფასებებს და განცხადებებს ამასთან დაკავშირებით, უნდა ვიყოთ ობიექტურები – არ გვინახავს არასამთავრობო სექტორის მხრიდან, მაგალითად, „იმედის“ ჟურნალისტის სამუშაო პროცესისთვის ღია ეთერში ხელის შეშლასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება. მხოლოდ შერჩევით ხდება მკაცრი შეფასებების გაკეთება – ეს შეფასებები ყველას მიმართ უნდა იყოს მკაცრი, თუკი ადგილი აქვს კანონდარღვევას. ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორც რუსეთის გარეშე ვერ დაასრულებენ უკრაინაში ომს, ისე რუსეთის გარეშე ვერ მოხდება ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია! ხოდა შიში აქვთ, ვაი და მოხდეს ისე, რომ რუსეთი დათანხმდეს და ორივე ოკუპირებული ტერიტორია მშვიდობიანად დაუბრუნდეს საქართველოს

20 ივნისზე და იქ კონკრეტული პირების მოქმედებაზე, ვგულისხმობ სამართალდამცავი სტრუქტურების მაშინდელ ხელმძღვანელებს, ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით განვაახლეთ გამოძიება, რომელიც დაადგენს ჭეშმარიტებას ყველაფრის შესახებ, მათ შორის რამდენად მართლზომიერად მოქმედებდნენ კონკრეტული თანამდებობის პირები იმ დროს

პუტინი არ არის იზოლაციაში და ჩვენზე ეს დამოკიდებული არაა, საქართველომ რა ლოგიკით უნდა თქვას უარი იმ ფორუმებზე დასწრებისგან, რომელსაც ყველა ქვეყანა ესწრება რეგიონში – მორიგი ორ დღიანი უაზრო ისტერიკა