ლევან ხაბეიშვილი – თავდასხმების უკან ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან – დიმიტრი სამხარაძე, ხარაზიშვილი, გომელაური – ყველაფრის ორგანიზატორები ხელისუფლებაში არიან

ცხადია, რომ ამას „ქართული ოცნება“ აორგანიზებს, ამას აკეთებს: დიმიტრი სამხარაძე, ხარაზიშვილი, გომელაური. ქუჩა-ქუჩა, სახლ-სახლ ადამიანებს დასდევდნენ და კაციშვილს არ იჭერდნენ და არავინ პასუხისგებაში არ მიეცეს – ყველა კარგად ხვდება და ყველას კარგად ესმის, რომ ამ ყველაფრის ორგანიზატორები არიან ხელისუფლებაში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებზე თავდასხმებს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, თავდასხმების უკან ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან.
„ცხადია, რომ ამას „ქართული ოცნება“ აორგანიზებს, ამას აკეთებს: დიმიტრი სამხარაძე, ხარაზიშვილი, გომელაური – ეს ხალხი ამ ყველაფერს აორგანიზებს. თუ ასე არ არის, გუშინ საპატრულო პოლიცია, რომ ტელეკომპანია „პირველთან“ გამოიძახეს, ამ დრომდე არავინ მისულა. შესაბამისად, ყველა კარგად ხვდება და ყველას კარგად ესმის, რომ ამ ყველაფრის ორგანიზატორები არიან ხელისუფლებაში, ხალხი ძალიან კარგად ანალიზს აკეთებს. ქუჩა-ქუჩა, სახლ-სახლ ადამიანებს დასდევდნენ და კაციშვილს არ იჭერდნენ და არავინ პასუხისგებაში არ მიეცეს – მგონი ყველაფერი გასაგებია, ვინ როგორ აკეთებს. რა აწყობთ და რა არ აწყობთ, მათ უკვე აღარაფერი აღარ აწყობთ იმიტომ, რომ არანაირი მორალური, პოლიტიკური მდგენელი „ქართულ ოცნებას“ არ აქვს და არ გააჩნია“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”