ჩასაფრება ტვ პირველთან – “შსს–ს პიარმა, მე რა გავაკეთო, დარეკე 112–შიო”

ჟურნალისტი, ნოდარ მელაძე, აცხადებს, რომ ტვ პირველთან ორი მანქანა, რომლებშიც სხედან ნიღბიანი პირები, ჩასაფრებას აწყობს.
ნოდარ მელაძე აცხადებს, რომ დაუკავშირდა –ს პიარს, ქეთევან კოვზიაშვილს, რომელმაც უპასუხა – მე რა გავაკეთო, დარეკე 112–ში.
ვინ აგებს პასუხს, ტელევიზიაში რომ შემოვარდნენ, ან ჩაგვისაფრთდნენ და დაელოდნონ, როდის მოვრჩებით ეთერს? – კითხულობს ნოდარ მელაძე.
იგი ამბობს, რომ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, სავარაუდოდ დაბლოკა მისი ნომერი.
იგი ამბობს, რომ ეს არის ტერორი, დაშინების მცდელობა ჟურნალისტების.

ასევე დაგაინტერესებთ