მეგობრების ინფორმაციით, ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლში პოლიცია შევიდა.
როგორც სოციალურ ქსელში მისი მეგობრები წერენ, აბაშიძეს ადვოკატის გამოძახების უფლება არ მისცეს.
“უჩა აბაშიძის სახლში ახლა არის პოლიცია, არ უშვებენ სადარბაზოში მის ძმებს, გვეუბნებიან, რომ გამოძიება მიმდინარეობა და არ შეგვიშვებენ. სხვისგან გავიგეთ, რომ ადვოკატის გამოძახების უფლება არ მისცეს”, – წერს სოციალურ ქსელში სოფია თოდუა.
ასევე, სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე“ იგივე შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს მისი ყოფილი მეუღლე.
„შეუვარდა პოლიცია, არ უშვებენ ტელეფონთან, არ არეკინებენ ადვოკატთან”, – წერს დოდო ხარხელი.
„ინტერპრესნიუსი“ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას შსს-ში ცდილობს.