ერევანში ათი ათასობით მომიტინგე შეიკრიბა ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით

სომხეთში ათი ათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა ს ცენტრში გამართულ აქციაში, სომეხი არქიეპისკოპოსის მიერ კვლავ გამოთქმული მოწოდებების ფონზე – რომ პრემიერ-მინისტრი და მისი ხელისუფლება, ბაქოსთან ტერიტორიის შესახებ შეთანხმების გამო, უნდა გადადგნენ.
არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი, რომელიც სომხეთის ეკლესიის ტავუშის ეპარქიას ხელმძღვანელობს ჩრდილოეთის ტავუშის რეგიონში მდებარე სასაზღვრო სოფლიდან ერევნისკენ დაძრულ საპროტესტო მსვლელობას უდგა სათავეში.
აქციის მონაწილეები აპროტესტებენ საზღვრის დემარკაციის შეთანხმებას – ამ დოკუმენტით იკარგება კონტროლი ოთხ სოფელზე, რომლებიც საბჭოთა დროს აზერბაიჯანის ნაწილად ითვლებოდა, თუმცა 1990-იანი წლებიდან მათ სომხეთი აკონტროლებდა.
სასაზღვრო შეთანხმებას მიესალმნენ და ევროკავშირი, ასევე ფაშინიანი – რომელსაც ოპოზიცია ტერიტორიის ყოველგვარი გარანტიების გარეშე დათმობაში სდებს ბრალს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ახლო აღმოსავლეთში ირანული რაკეტების ერთობლივი ჩამოგდება არაფრით განსხვავდება რუსული რაკეტების ჩამოგდებისგან, ირანული „შაჰედების“ ჩამოგდებისგან, რომლებიც აერთიანებენ რუსეთის და ირანის რეჟიმებს