გიგი წერეთელი – სამწუხაროა, ხელისუფლებამ ისტორიული გაკვეთილები ვერ გაიაზრა და კიდევ უფრო მძიმე შეცდომებს უშვებს – ამგვარი ქმედებებით მხოლოდ ერთი გზა რჩება, ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბება და რუსეთის სატელიტად დარჩენა

ეს ყველაფერი ცდება ერთი თუნდაც ძალიან მძიმე კანონის განხილვას და საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას და დემოკრატიულ პროცეს ს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ე.წ რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე განხორციელებულ თავდასხმებს.
როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, ქართულ ოცნება ყველა მისი მოქმედებით, იქნება ეს „რუსული კანონის“ ინიცირება, მოძალადეების ორგანიზებით საზოგადოების დაშინება, თუ სამოქალაქო დაპირისპირების გაღრმავება, ქვეყანა შეჰყავს უკიდურესად სახიფათო ვითარებაში.
„ეს ყველაფერი ცდება ერთი თუნდაც ძალიან მძიმე კანონის განხილვას და საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას და დემოკრატიულ პროცესს. სწორედ ეს არის პროტესტის მთავარი საფუძველი, რაც განსაკუთრებით მწვავეა ჩვენს ახალგაზრდებში, თუმცა ყველა თაობისთვის წითელი ხაზი უნდა იყოს.
რასაც ჩვენ ვხედავთ ბოლო პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით გუშინ, როცა რამდენიმე ორგანიზებული ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსა და პროტესტის აქტიურ მონაწილეებზე: დიმა ჩიქოვანზე, გია ჯაფარიძეზე, ლაშა ღვინიანიძეზე, გიორგი ონიანის ოჯახზე, წინა დღით გიორგი კლდიაშვილზე, ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ ერთი მიზნით – მძაფრი პროტესტი, რომელიც არამხოლოდ კანონის, არამედ მთლიანად ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ არის მიმართული, ძალადობით იქნას შეჩერებული“, – აღნიშნა წერეთელმა
მისივე თქმით, ეს ყველაფერი უაღრესად ამწვავებს და ამძიმებს ქვეყნის საგარეო ურთიერთობებს, როცა აშკარაა ანტიდასავლური კამპანია და ამავდროულად დისტანცირება ხდება ჩვენი პარტნიორებისგან.
წერეთელი აღნიშნავს, რომ ამასთან ერთად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება სტრატეგიული პარტნიორობა -სთან და მთლიანად ევროინტეგრაციის პროცესი.
„ამ წინასაარჩევნო პერიოდში ამგვარი მოქმედებები კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ყველა ინსტრუმენტის გამოყენება ხდება, მათ შორის, ქვეყნის ეროვნული ინტერესების უგულებელყოფისა და კონსტიტუციის დარღვევის ფასად.
სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ ისტორიული გაკვეთილები ვერ გაიაზრა და კიდევ უფრო მძიმე შეცდომებს უშვებს, როდესაც საზოგადოების დიდ ნაწილთან ამგვარ დაპირისპირებაში შედის და მხოლოდ ძალის დემონსტრირებას ცდილობს, რითაც კიდევ უფრო ზრდის უკმაყოფილებასა და მეტ ადამიანს უჩენს ლეგიტიმურ პროტესტს. ამგვარი ქმედებებით მხოლოდ ერთი გზა რჩება, ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბება და ს სატელიტად დარჩენა, რასაც იმედია, ჩვენი საზოგადოება არ დაუშვებს. მშვიდობიანი და ფართო პროტესტი გაგრძელდება და ეს ყველაფერი დემოკრატიულ ცვლილებებს მოიტანს“ , – აღნიშნა გიგი წერეთელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ახლო აღმოსავლეთში ირანული რაკეტების ერთობლივი ჩამოგდება არაფრით განსხვავდება რუსული რაკეტების ჩამოგდებისგან, ირანული „შაჰედების“ ჩამოგდებისგან, რომლებიც აერთიანებენ რუსეთის და ირანის რეჟიმებს