ევროპის დღეები წალენჯიხაში – “შინ ევროპისკენ”

ევროპის კვირეულთან დაკავშირებით, დღეს, 9 მაისს ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრში არასამთავრობო ორგანიზაცია NEOGENI-ს ინიციატივითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიური მხარდაჭერით, ევროპის დღეების ფარგლებში, “შინ ევროპისკენ”- საქველმოქმედო აქცია და ლექცია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო წიგნების, ნახატების, ხელთნაკეთი სამკაულების გამოფენა -გაყიდვა. დამსწრე ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ, მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ და ნეოგენის აღმასრულებელმა დირექტორმა ცირა კაკუბავამ. პროექტის შესახებ მოკლე ინფორმაცია გააცნო დამსწრეთ პროექტის კოორდინატორმა ნინი კემულარიამ. საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე მინი-ლექცია ჩაატარა ISFED-ის რეგიონალურმა კოორდინატორმა დავით ლოგუამ. ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებმა წარადგინეს ესსეები -“რა არის ჩემთვის ევროპა”. ასევე გაიმართა ინტელექტუალური თამაში რა?სად?როდის? თემა: საქართველოს ევროინტეგრაცია.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!