სალომე სამადაშვილი – ყველა ღირსეულ დიპლომატს მოვუწოდებ, რუსულ ხელისუფლებას რუსული დავალების შესრულებაზე უარი უთხრას

მოვუწოდებ ქართველ ხალხს, არ შეეშინდეთ ფაშისტური ხერხებით მოქმედი რუსული ხელისუფლების , – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა რუსთაველის თეატრის წინ ქალი დეპუტატების მიერ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი სწორედ იმისთვის დაარსდა, რომ ევროპულ კონტინენტზე ფაშიზმი და მეორე მსოფლიო ომი იყო აღარ განმეორებულიყო და საქართველოს ისტორიული შანსი აქვს, მსგავს დაცულ სივრცეში შეაღწიოს.
„მინდა ყველას შევახსენო, რომ ევროკავშირი სწორედ იმისთვის დაარსდა, რომ ევროპულ კონტინენტზე ისეთი საშინელება, როგორიც ფაშიზმი და მეორე მსოფლიო ომი იყო, არასოდეს განმეორებულიყო. დღეს, როდესაც ჩვენ ისტორიული შანსი გვაქვს, ამ მშვიდობიან დაცულ სივრცეში შევაღწიოთ, საქართველოს მართავს პოლიტიკური ძალა, რომელიც მოწინააღმდეგეს სწორედ ფაშისტური ხერხებით უსწორდება. მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, დღეს ყველა ხვდება, რომ ჩვენი გზა ევროპისკენ გადასარჩენია“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
გარდა ამისა, ის გამოეხმაურა გოჩა ჯავახიშვილის მიერ საფრანგეთის ელჩის პოსტის დატოვებას, სამადაშვილმა სხვა დიპლომატებსაც მოუწოდა, „რუსულ ხელისუფლებას რუსული დავალების შესრულებაზე უარი უთხრას“.
„მინდა მივესალმო ღირსეული ქართველი დიპლომატის, გოჩა ჯავახიშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც დღეს თქვა , რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა საქართველოს ევროპულ მომავალს შეუძლებელს ხდის და გადადგომის განცხადება დაწერა. ყველა ღირსეულ დიპლომატს მოვუწოდებ, რუსულ ხელისუფლებას რუსული დავალების შესრულებაზე უარი უთხრას და ქართველ ხალხთან ერთად იბრძოლოს.
მოვუწოდებ ქართველ ხალხს, არ შეეშინდეთ ფაშისტური ხერხებით მოქმედი რუსული ხელისუფლების. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან ზეწოლა გაძლიერდება და ეს ყველაფერი ხალხის გამარჯვებით დასრულდება. ჩვენ დემოკრატიული გზით, ამ ქვეყანას კონსტიტუციურ ჩარჩოებში დავაბრუნებთ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.