“გამჭვირვალობის კანონი გამადიდებელი ინსტრუმენტი აღმოჩნდა, მტერიც გამოჩნდა და მოყვარეც” –

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი გამჭვირვალობის კანონის შესახებ თავის აზრს აფიქსირებს:

„გამჭვირვალობის შესახებ კანონი დიდი გამადიდებელი ინსტრუმენტი აღმოჩნდა, რაც მის საბოლოო მიღებამდე საუცხოოდ ამუშავდა.

დუღილის პროცესი დაჩქარდა, ბაქტერიები მაღალ ტემპერატურას ვეღარ უძლებენ, ლექი ფსკერზე ეშვება და წყალი წყაროს წყალივით სუფთა ხდება.

ყველა გამოჩნდა – მტერიც და მოყვარეც, ისინიც, ვინც „თამაშით” იყვნენ დღემდე დაკავებულნი. გამოჩნდნენ ჩასაფრებულნიც და ქვეყნის ერთგულნიც, მორწმუნენიც და ურწმუნონიც, „პირადნიც და საზოგადონიც“; ჩანან სწავლულნიც და უსწავლელნიც, მკითხველნიც და უკითხავნიც, მორჩილნიც და ღირსეულნიც, კაცნიც და ქალნიც, ისინიც, ვინც ამაშიც ვერ გარკვეულან…

რევოლუციის საჭიროებაც აღარ არის იმიტომ, რომ რევოლუცია უკვე მოხდა. ყველამ თავის ადგილს მიაგნო. რუსულის ძახილმაც მოჭამა დრო, იმიტომ, რომ ტყუილს იმაზე მოკლე ფეხები ჰქონია, ვიდრე გამჭვირვალობამდე გვეგონა.

ევროპაშიც ცოდვა მალე ჩამოირეცხება და ჩვენც ნუ ვიჩქარებთ, „მოჩქარეს მოუგვიანდესო”, ნათქვამია.

ცოტა დავიცადოთ და უფრო ღირსეულად მიგვიღებენ, თანაც, ცალ ფეხზე ლაყლაყიც აღარ მოგვიწევს.

კიდევ კარგი მოვახერხეთ და მშვიდობიანად, ომის გარეშე, გავდივართ ამ გზას, თორემ „ცხელი ბომბები”ყველას ერთად მუსრს გაგვავლებდა, „შავი ფულიც” უკან დარჩებოდა ზოგიერთს და საზეიმოც სხვას ექნებოდა.

მოკლედ, დამშვიდდით, ყველაფერი კარგად მიდის და ენაც, მამულიც და სარწმუნოებაც მალე იხარებს.“

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: მიუხედავად ასეთი მსხვილი და უპრეცედენტო ინვესტიციისა, სახელმწიფოს არ აქვს აღებული რაიმე სახის ფინანსური ვალდებულება და არ გაუცია საგამონაკლისო რეჟიმი უშუალოდ ამ ინვესტორისთვის

შეუძლებელია Eagle Hills-ის ინვესტიცია განხორციელდეს სხვა დარგების მონაწილეობის გარეშე, პროცესში ჩართული იქნება ბევრი ქართული კომპანია, როგორც კონტრაქტორი და ქვეკონტრაქტორი – ჯემალ ინაიშვილი