“პროტესტი უნდა გაგრძელდეს რეჟიმის სრულ გამოფიტვამდე და დისფუნქციურობამდე” – ს მიმართვა

ევროპული საქართველოს წევრი, ემოციურ მიმართვას ავრცელევს და რუსული კანონის საწინაანღმდეგო პროტესტა უერთდება:

„მეგობრებო, ვინმეს თუ ჩემი ხედვა გაინტერესებთ, რეჟიმის ცვლილებას როგორ ვხედავ, ის აი ასეთია:
1. პროტესტი გრძელდება რეჟიმის სრულ გამოფიტვამდე და დისფუნქციურობამდე (სექტემბერში ახალი ძალით ახლდება, თუ საჭიროა – არაა საჭირო დასუსტება მისი მუდმივობით)
2. პოლიტიკური სპექტრი თანხმდება რეჟიმის ცვლილების შემდეგ აუცილებელი ფუნდამენტური რეფორმების პრინციპებზე (დღეს ვაქვეყნებთ ამ პრინციპებს და ნახავთ).
3. დისფუნქციური რეჟიმი ატარებს არჩევნებს იმ ცესკოთი, რასაც საპროტესტო კომიტეტი შეარჩევს (სსრკ-ის ნგრევის შემდეგ როგორც ომუნისტებმა ჩაატარეს).
4. ახალი, პროპორციული სისტემით და ხალხის მანდატით არჩეული ხელისუფლება იწყებს რეფორმებს ახალი, თავისუფალი და
სამართლიანი რესპუბლიკის დასაფუძნებლად, იწყება ევროკავშირთან დიალოგი, ვიღებთ მაპს.

ესაა ჩემი გეგმა.

ჭირი იქა, ლხინი აქა!

(სილამაზე სიმარტივეშია და ასე მარტივად გამოვა, თუ გამოვა)“

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი BBC-ის რეპორტაჟზე – იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია და საპნის ბუშტივით გასკდა ის მცდელობა, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანების მცდელობასთან, სადაც არ გიმაგრებს ზურგს ელემენტარული ფაქტები, იქ ხელოვნურად ვერავითარ აჟიოტაჟს ვერ შექმნი

ირაკლი კობახიძე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე – რეალურად, დოკუმენტში საუბარია იმაზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით მთელი გასული წლების განმავლობაში, დღეს ევროკავშირში არის ძალიან მძიმე ვითარება პოლიტიკური, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლებისა და ეკონომიკური თვალსაზრისით

პრემიერი „ფარას“ რეესტრში გამოქვეყნებული დოკუმენტზე – ჩვენთვის ეს არ არის ლობისტური კონტრაქტი, ეს არის ჩვეულებრივი მექრთამეობა და აღებ-მიცემობა და ამით, რა თქმა უნდა, სამართლებრივი უწყებებიც უნდა დაინტერესდნენ