მირტყამდნენ და მეკითხებოდნენ, რატომ ეწინააღმდეგები კანონსო – გია ჯაფარიძის პირველი კომენტარი

სისხლიანი ანგარიშსწორების მსხვერპლი, გია ჯაფარიძე “ტვ პირველთან” გუშინ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს – “ჭავჭავაძის ცენტრის” მკვლევარი დეტალურად ყვება, თუ როგორ მოუწყვეს ჩასაფრება მოძალადეთა ჯგუფმა და ამბობს, რომ 2–ზე მეტი ადამიანი დაესხა თავს, სავარაუდოდ, ბეისბოლის ხის ბიტებით,
სახლში დავბრუნდი გვიან და სახლთან მელოდებოდნენ. ზუსტად არ ვიცი, რამდენი იყვნენ, მაგრამ მინიმუმ, ორი იყო. ბეისბოლის ჯოხებივით რაღაც ეკავათ. როცა დამაგდეს არ ვიცი რამდენი მირტყამდა. კანონს რატომ ეწინააღმდეგებიო, თქვეს”, – ამბობს ჯაფარიძე.
ცნობისთვის, საქართველოში განვითარებული მოვლენები მსოფლიო ლიდერების განხილვის მთავარი ობიექტია. ევროპარლამენტარები და დიპლომატები ერთიმეორეს მიყოლებით ავრცელებენ განცხადებებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სოსიაშვილი: თქვენ ხართ ახალი საქართველოს, ახალი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მესაძირკვლე თქვენს გუნდთან ერთად და აგრძელებთ იმ დიდ გზას, რომელიც ჩვენმა დიდმა ერისკაცმა, ბიძინა ივანიშვილმა დასახა

ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ახალგაზრდული ჯგუფები – 29 ივნისს გელოდებით პარლამენტთან – მნიშვნელოვანია, მთელ საქართველოს და მსოფლიოს დავანახოთ, რომ ვართ ბევრი, რომ არ შევშინდებით და არ დავნებდებით