ცნობები მუქარის შემცველი სატელეფონო ზარების, „საზოგადოებრივი მტრების“ სიების შედგენის წინადადებისა და ქართველი ხალხის მიმართ სერიოზული შეურაცხყოფის შესახებ შემაშფოთებელი და ამაღელვებელია, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს.
„გამოხატვის თავისუფლება, მშვიდობიანი შეკრებები და მომიტინგეების პირადი მონაცემები დაცული უნდა იყოს“, – აცხადებს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.