„ჩვენ უარვყოფთ ნებისმიერი სახელმწიფოს ან ალიანსის პრეტენზიებს განსაკუთრებულობაზე. ვიცით, რა შედეგი მოაქვს ასეთ უსაზღვრო ამბიციების. რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა არ დაუშვას გლობალური შეჯახება, თუმცა, ამავე დროს, არავის მივცემთ უფლებას, დაგვემუქროს. ჩვენი სტრატეგიული ძალები ყოველთვის საბრძოლო მზადყოფნაშია“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა წითელ მოედანზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
რუსეთის დედაქალაქში გამართულ აღლუმს დაესწრნენ ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, კუბის, ლაოსისა და გვინეა-ბისაუს ლიდერები.