სერგო ჩიხლაძე – „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია ქვეყნის რუსულ რელსებზე გადაწყობა, შესაბამისად, პარტნიორების ქმედებები იქნება ბიძინა ივანიშვილის და მისი უახლოესი გარემოცვის მიმართ

„ქართულმა ოცნებამ“ აირჩია ქვეყნის რუსულ რელსებზე გადაწყობა, შესაბამისად, პარტნიორების მხრიდან გზავნილები კიდევ უფრო დამძიმდება და გარკვეული ქმედებებიც იქნება ს და მისი უახლოესი გარემოცვის მიმართ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნის შიგნით მდგომარეობაც უფრო დამძიმდება და ამიტომ, პროცესები მხოლოდ პარტნიორების გზავნილებით არ შემოიფარგლება.
“ჩვენი მდგომარეობაც ქვეყნის შიგნით უფრო დამძიმდება და თქვენ ხედავთ ამ ძალადობას. შესაბამისად, არა მარტო გზავნილები, არამედ გარკვეული ქმედებებიც იქნება დასავლური სამყაროს მხრიდან ბიძინა ივანიშვილის და მისი უახლოესი გარემოცვის მიმართ. მარტო გზავნილებით ეს არ შემოიფარგლება,” – განაცხადა ჩიხლაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ