გიორგი დუნდუას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა „ქაოსის სიმღერა“ გაიმართება

10 მაისს, 19:00 საათიდან 1-ელ ივნისამდე მხატვრის, პოეტის, გიორგი დუნდუას აბსტრაქტულ ნამუშევართა გამოფენა „ქაოსის სიმღერა“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა 10 მაისს, 19:00 საათზე გაიხსნება.
„Tgallery წარმოგიდგენთ მხატვრის, პოეტის, გიორგი დუნდუას აბსტრაქტულ ნამუშევართა გამოფენას „ქაოსის სიმღერა“.
გიორგი დუნდუა 20 წელზე მეტია დამოუკიდებელი არტისტია, სწავლობდა თოიძის სახელობის სამხატვრო ლიცეუმში, დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, ასევე ჰამბურგისა და ბერლინის დიზაინის ინსტიტუტები.
გიორგი დუნდუამ 20 წელზე მეტი გერმანიაში გაატარა და არაერთ პროექტში მიიღო მონაწილეობა, ერთ-ერთი ასეთია ბერლინის მთავარი სიმბოლოს „ბერლინის დათვის“ მოხატვა.
2020 წელს მხატვარი თბილისში დაბრუნდა და სამშობლოში განაგრძობს მოღვაწეობას.
2023 წლის მაისში სახელოსნოში გაჩენილმა ხანძარმა გაანადგურა მისი ასამდე ნამუშევარი, რის შემდეგაც გიორგი დუნდუამ ერთგვარი ტრანსფორმაცია განიცადა და აქტიურად დაიწყო ლექსების წერა.
მხატვრის ნამუშევრები ძირითადად აბსტრაქტული ექსპრესიონიზმია, მისი ნახატები გამორჩეულია არა მხოლოდ ფერითა და ფორმით არამედ ხასიათით, განწყობითა და ემოციით. თითოეულ ნახატს თავის სახელი, ფილოსოფია და ისტორია აქვს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”