კათოლიკური ეკლესია იესო ქრისტეს ამაღლებას ზეიმობს

კათოლიკური ეკლესია იესო ქრისტეს ამაღლებას ზეიმობს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კათოლიკე ქრისტიანებს ამაღლებას ულოცავს.
„სახარება გვაუწყებს, რომ ბრწყინვალე აღდგომიდან მეორმოცე დღეს უფალი უკანასკნელად გამოეცხადა თავის მოწაფეებს, აღუთქვა მათ, რომ მოუვლენდა სულიწმინდის მადლს და იერუსალიმში დარჩენა უბრძანა. ამის შემდგომ გამოიყვანა მოწაფეები ელეონის მთაზე, აკურთხა და ზეცად ამაღლდა“,- ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ