სომხური ეკლესია იესო ქრისტეს ამაღლებას ზეიმობს

დღეს სომხური სამოციქულო ეკლესია იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებას ზეიმობს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
„დღესასწაული აღდგომიდან მეორმოცე დღეს მოწაფეებთან უფლის გამოცხადებასა და შემდგომ მის ზეცად ამაღლებას უკავშირდება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოში სომეხთა სამოციქულო ეკლესიასა და მის მრევლს ამაღლების დღესასწაულს, მშვიდობასა და წარმატებებს უსურვებს მათ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ