პოსტერები ოფისების და სახლების კედლებზე, წარწერები მანქანებზე – თბილისში სიძულვილის ახალი კამპანია დაიწყო

თბილისში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან სიძულვილის კამპანიის ფარგლებში, რომელიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების და “აგენტების კანონის” მოწინააღმდეგეების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად, წარწერები და პოსტერები გაჩნდა.
“ერის მტრები”, “ბოლშევიკები”, “ფულზე გაყიდულები”, “გრანტებით გაზრდილი აგენტურა” – არასრული ჩამონათვალია იმ ეპითეტების, რაც პოსტერებზე კონკრეტული ადამიანების ფოტოების გასწვრივ წერია. გამოყენებულია ჰომოფობიური და უცენზურო ტერმინებიც.
პოსტერებთან ერთად საღებავით არის ასევე დაწერილი “აგენტები”, “ერის მტერი” – ნატა ფერაძეს ეს უკანასკნელი წარწერა ავტომობილზე დახვდა 9 მაისის დილას. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აქტივისტის მანქანა ნატა ფერაძის შეურაცხმყოფელი წარწერების გასაკეთებლად გამოიყენეს მისმა მოწინააღმდეგეებმა – 2022 წლის ოქტომბერში ნატა ფერაძის მანქანის დაზიანებაში მონაწილე პირები -ს ამ დრომდე არ ჰყავს ნაპოვნი.
სიძულვილის კამპანიის სამიზნეები არიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, “აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის”, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და სხვა ორგანიზაციები. მათ ოფისებთან მათი წარმომადგენლების ფოტოებია გამოტანილი პოსტერებზე.
9 მაისის დღის 12 საათზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლების ძალადობა ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ.
“8 მაისის ღამეს ხელისუფლებას ნერვებმა უმტყუნა და ნაადრევად დაიწყო იმის ჩვენება, თუ როგორ ქვეყნად აპირებენ საქართველოს ქცევას. ს მიერ 29 აპრილს დაანონსებული საგარეო ვექტორის ცვლილება და რეპრესიები უკვე თვალსაჩინოდ ამოქმედდა – ასობით მოქალაქესთან განხორციელებული მუქარისა და შეურაცხყოფის ზარები პოლიტიკოსებსა და აქტივისტებზე ფიზიკურ თავდასხმებსა და ორგანიზებულ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.
ოლიგარქსა და მის მარიონეტებს ავიწყდებათ, რომ საქართველო არ არის . ქართველებმა ვიცით თავისუფლების ფასი. ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ჩვენს ბრძოლას რუსული უშიშროების სამსახურების მეთოდებით ვერაფერს დააკლებენ. ადამიანზე მიპარვით ზურგიდან თავდასხმას, სადარბაზოებში დევნას, ან მცირეწლოვანი ბავშვისთვის კარის შემტვრევის მცდელობას ქართველი არასოდეს მოიწონებს. ასე იქცევა რუსული რეჟიმი” – ამბობენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც ახსენებენ, რომ მზად არიან ყველა დაზარალებულს გაუწიონ სამართლებრივი დახმარება და გააგრძელონ ბრძოლა ევროპული მომავლის დასაცავად.
ეს არ არის სიძულვილის კამპანიის პირველი შემთხვევა, რომელიც ორგანიზებულად და სავარაუდოდ ხელისუფლებასთან კოორდინირებულად იმართება საქართველოში. სხვადასხვა დროს ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მადისკრედიტებელი ბილბორდები და ბანერები გამოჩენილა როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე პოლიტიკური კრიზისებისას და ხალხმრავალი გამოსვლებისას.
ამჯერად, სიძულვილის კამპანიის ნაწილია ხელისუფლებისთვის მიუღებელ მოქალაქეებთან სატელეფონო ზარები დაშინებისა და შეურაცხყოფის მიზნით, ფიზიკური ანგარიშსწორება ოპონენტებსა და აქტიურ მოქალაქეებზე .
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ