კალაძის თქმით, არ შეიძლება, ადამიანს იმ გამო დაუპირისპირდე, რომ მას განსხვავებული აზრი აქვს.
„მე მაქვს ყველა მასალა, იმასთან დაკავშირებით , როგორი შეურაცხყოფა მიდიოდა ჩვენს ფეხბურთელებზე – თავისი სქრინებით, სახელებით, გვარებით, ამ ადამიანებს არანაირი კავშირი არ აქვთ ევროპულ ღირებულებებთან, ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, ეს არის, რასაც ყველა უნდა შევეწინააღმდეგოთ, ყველა უნდა დავუპირისპირდეთ.
როგორ შეიძლება, განსხვავებული მოსაზრების გამო ადამიანს უწოდო მოღალატე ან დააბულინგო იმისთვის, რომ რაღაც აზრი დააფიქსიროს. შეიძლება, მას დისტანცირება უნდა რაღაც კონკრეტული თემიდან, საკითხიდან, შეიძლება, ვერ ერკვევა, შენ რატომ ძალადობ ფსიქოლოგიურად და რატომ გინდა, რომ ეს ადამიანი დააბულინგო, შეურაცხყოფა მიაყენო, დაემუქრო.
იგივე ტელეფონების (ნომრების) გამოქვეყნება, მე პირადად მომიწია, შემეცვალა ტელეფონი, მაგრამ არ გამითიშავს, არ იფიქროთ, რომ გამითიშავს, ყველა ნომრის იდენტიფიცირება ხდება, ვინ არიან ეს ადამიანები, რას წარმოადგენენ და საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველა ამ ადამიანის შესახებ.
მე არასდროს ვიკადრებ იმას და არ გავბედავ, ვიღაცას განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეს, პოლიტიკური შეხედულება, და მას დავემუქრო ოჯახით, დავემუქრო შვილებით, შეურაცხყოფა მივაყენო და ასე შემდეგ. არ არის ეს სწორი ფორმა და სწორი დამოკიდებულება, მაგრამ ეს ადამიანები აგრძელებენ იმ მეთოდებით მუშაობას, ბრძოლას, სადაც წესები არ არსებობს, ყველაფერს კადრულობენ, ეს არის ლიბერალიზმით შენიღბული ფაშიზმი და ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ ქვეყანაში,“ – აღნიშნა კახა კალაძემ