გაერო-ში ისრაელის ელჩი – აშშ-დან იარაღის მიწოდების შეჩერებამ, ისრაელის სამხედრო მიზნები შეიძლება მნიშვნელოვნად შეაფერხოს

აშშ-დან იარაღის მიწოდების შეჩერებამ, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეაფერხოს ს შესაძლებლობა სამხედრო მიზნებს მიაღწიოს, – ამის შესახებ გაერო-ში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა -ის პრეზიდენტ ს განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თქმითაც, ის შეაჩერებს აშშ-ის იარაღის მიწოდებას ისრაელისთვის, თუ პრემიერ-მინისტრი ქალაქ რაფაჰში შეჭრის ბრძანებას გასცემს.
„გადაწყვეტილებამ შეიძლება ხელი შეუშალოს ისრაელს ან მნიშვნელოვნად დააზარალოს ისრაელის შესაძლებლობა, მიაღწიოს ამ ომის ერთ-ერთ მთავარ მიზანს – „ჰამასის“ მთავრობის დამხობას“, – აღნიშნა ერდანმა.
მისი თქმით, არ ფიქრობს, რომ ჯო ბაიდენის განცხადების მიღმა ცუდი განზრახვა დგას, თუმცა ისრაელის პარტნიორების მხრიდან ნებისმიერმა შეზღუდვამ, შესაძლოა, ქვეყნის მტრები წაახალისოს.
„ცხადია, რომ ისრაელის ნებისმიერ შეზღუდვას, რომელიც მომდინარეობს მისი მოკავშირეებისგან, მისი მტრები აღიქვამენ, როგორც წარმატების მიღწევის იმედის მიმცემს. ამან, შესაძლოა, ისრაელის სახელმწიფოსა და ერის მტრები წაახალისოს“, – აღნიშნა დიპლომატმა.
შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეაჩერებს ამერიკული იარაღის ისრაელისთვის მიწოდებას, თუ პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ქალაქ რაფაჰში შეჭრის გადაწყვეტილებას მიიღებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე