ჩემი მეზობელია, დიმას ღრიალი გავიგე, სასტიკად არის ნაცემი, მე წამოვიყვანე საავადმყოფოში – ვატო წერეთელი

დიმა ჩიქოვანი ამ დროისთვის უკვე ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაუდებელი დახმარების განყოფილებაშია მოთავსებული. ენმ-ს წევრი საავადმყოფოში ტვ პირველის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა მიიყვანა.
ვატო წერეთელი ამბობს, რომ დიმა ჩიქოვანი მისი მეზობელია და სახლში 10 წუთის მისული იყო, როცა ოპოზიციონერის ღრიალი გაიგო.
მეზობლები ვართ, 10 წუთის მისული ვიყავი დიმას ღრიალი რომ გავიგე, მართლა უმოწყალოდ ნაცემი იყო, ეს არის ფაშიზმი. პირდაპირ მანქანაში ჩავსვი და მოვიყვანე. თვალში არეში და თავის არეში აქვს დაზიანებები ძალიან მაგარი შემართებით არის თავად. ამით მას ვერ დააშინებენ. ესენი რუსული მეთოდებით იბრძიან. თუ გამოდის 100 ათასი, მერე გამოვა მილიონი ადამიანი. ალბათ ახლა კატეს გადაუღებენ და მერე იტყვის ექიმი, რა და როგორ. დიმა ჩიქოვანი ამ დროისთვის უკვე ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაუდებელი დახმარების განყოფილებაშია მოთავსებული”, – ამბობს ვატო წერეთელი.
დიმა ჩიქოვანს სოლოლაკში, საკუთარ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ენმ-ს წევრმა “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მას თავს “ოცნების” ზონდერები დაესხნენ. ჩიქოვანის თქმით, სულ ორი ადამიანი იყო.
ამ დროისთვის ოპოზიციონერი უკვე ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაუდებელი დახმარების განყოფილებაშია მოთავსებული.

ასევე დაგაინტერესებთ

“ზვიადი გვპირდებოდა ბენზინის წილიდან ნაცების აღებულ თითო ლარის დაბრუნებას, მის სახელს უკავშირდება რუსთავი-მარნეულის გზის 4-ჯერ გახსნა, რომელიც ამ დროისთვისაც არ არსებობს…” – გიორგი ჩომახაშვილი

გიორგი გახარია – როდესაც პრემიერს კარებს უკეტავენ და ამბობენ, რომ „ამ კაცთან საუბარი არ გვსურს“, ეს ძალიან მძიმე მესიჯია – ეს ნიშნავს დღევანდელი ხელისუფლების დელეგიტიმაციას საერთაშორისო დონეზე