უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის 90 დღით გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის 90 დღით გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინელი დეპუტატი, იაროსლავ ჟელეზნიაკი ავრცელებს.
იაროსლავ ჟელეზნიაკის ცნობით, ში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივებას მხარი 339-მა დეპუტატმა დაუჭირა.
უკრაინის უმაღლესი რადას მიერ დამტკიცებული განკარგულებების მიხედვით, ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია 11 აგვისტომდე გაგრძელდება.
ჟელეზნიაკმა აღნიშნა, რომ საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გასაგრძელებლად ეს უკვე პარლამენტის მეთერთმეტე კენჭისყრა იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფო ჯაფარიძე პენსიონერებს – 26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება თქვენი უზრუნველი სიბერე, 1-ელ დეკემბრამდე გაგინულდებათ საპენსიო სესხები, პენსია გახდება მინიმუმ 1000 ლარი