ნათია კუპრაშვილი: დამირეკეს, დაასახელეს ჩემი მისამართი და მითხრეს, რომ ბინასთან მელოდებიან, პირდაპირი მუქარაა – საჯარო განცხადებაც საკმარისი უნდა იყოს, რომ გამოძიება დაიწყონ

„რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორის, ნათია კუპრაშვილის განცხადებით, უცხო ნომრიდან უკვე მეოთხედ დაურეკეს და დაემუქრნენ.

ნათია კუპრაშვილის განცხადებით, უცნობმა პირმა, რომელიც ნომერზე ურეკავდა, მისი სახლის მისამართი დაუსახელა და უთხრა, რომ ბინასთან ელოდებოდა.

მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით უახლოეს მომავალში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს.

„დაასახელეს ჩემი მისამართი და მითხრეს, რომ მოვედი უკვე ბინასთან და ქვემოთ გელოდებითო. ცხადია [აქციას] უკავშირდება. მანამდე კიდევ 3 ზარი განხორციელდა. პირველი ზარი იყო უკრაინული ნომრიდან, შემდეგ უკვე დაახლოებით ათ საათიანი შუალედებით იყო 2 ზარი, გერმანიიდან.

მე ვფიქრობ, რომ ჩემი საჯარო განცხადებაც საკმარისი უნდა იყოს, რომ გამოძიება დაიწყონ. ამდენი ადამიანი საუბრობს ამაზე და მე ვფიქრობ, უკვე უნდა ჰქონდეთ გამოძიება დაწყებული და თვითონ უნდა მირეკავდნენ, მაგრამ ვაპირებ მე თვითონ დავუკავშირდე, შევიტან განცხადებას. როცა მისამართს გიცხადებენ და გეუბნებიან, რომ ქვემოთ გელოდებიან, ეს უკვე ჩვეულებრივი ზარი აღარ არის. პერსონალური ინფორმაციის გამოყენებით პირდაპირი მუქარაა“, – განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯანმო – საქართველო სიმსუქნის მაღალი გავრცელების მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორისაა – 10 ზრდასრული ადამიანიდან 6-ზე მეტი ჭარბწონიანია, მათ შორის 3 – მსუქანი – აუცილებელია სიმსუქნის პრევენციისა და კონტროლის სახელმწიფო პოლიტიკა