სალომე სამადაშვილი – როდესაც ქუჩაში ათობით ათასი გაბრაზებული მოქალაქე გამოდის, სუს-ი ყოველ ჯერზე ერთი და იგივე სისულელეს ავრცელებს – სუს-ის მეთოდები მოძველდა და სასაცილოდ არ ჰყოფნის არავის!

როდესაც ქუჩაში ათობით ათასი გაბრაზებული მოქალაქე გამოდის, სუს-ი ყოველ ჯერზე ერთი და იგივე სისულელეს ავრცელებს – სუს-ის მეთოდები მოძველდა და სასაცილოდ არ ჰყოფნის არავის! დღევანდელი დღის შემდეგ, “ქართული ოცნება“ მხოლოდ დაცინვის ობიექტია , – ასე ეხმაურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას დეპუტატი .
სამადაშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეები კორუმპირებულ რუსულ რეჟიმს იაფფასიანი, მოსკოვში დაწერილი სცენარით სახელმწიფოს გაუქმების უფლებას არ მისცემს.
“სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის “რუსული ხელისუფლების“ პირობებში სუს-ი ს სპეცსამსახურების ქვედანაყოფად გადაიქცა, რომელიც რუსულ ინსტრუქციებს ასრულებს. როგორც ჩანს, ახლაც ინსტრუქტაჟი მიიღეს, რომ ეს ძალიან გულწრფელი და მასობრივი პროტესტი პოლიტიკური ძალების მხრიდან გადატრიალების მცდელობად მონათლონ.
სუს-ს ინსტრუქციები დაუძველდა – “ქართულ ოცნებას“ ვურჩევდი, უფროსებს რუსეთში განახლებული ინსტრუქტაჟის გამოგზავნდა სთხოვოს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გარკვეული ჯგუფები ცდილობენ პარლამენტთან აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, “რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას და რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით”. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „აღნიშნულ დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, ში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას, ჩამოვიდნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში”.
როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, “აქციის ორგანიზატორებისთვის სასურველია საპროტესტო აქციებს მოჰყვეს ადამიანური მსხვერპლი”. მათივე განცხადებით, აღნიშნული სავალალო შედეგები გაზრდის საპროტესტო მუხტს და რადიკალიზმს.
უწყების ცნობითვე, საპროტესტო აქციის ორგანიზატორების აგრესიის განსაკუთრებულ სამიზნეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები წარმოადგენენ.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფო ჯაფარიძე პენსიონერებს – 26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება თქვენი უზრუნველი სიბერე, 1-ელ დეკემბრამდე გაგინულდებათ საპენსიო სესხები, პენსია გახდება მინიმუმ 1000 ლარი